გორისა
სოფელი საქართველოში, საჩხერის მუნიციპალიტეტში.
გორისა — სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: გორისა, გამოღმა არგვეთი).
სოფელი | |
---|---|
გორისა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
თემი | გორისა |
კოორდინატები | 42°16′43″ ჩ. გ. 43°26′14″ ა. გ. / 42.27861° ჩ. გ. 43.43722° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 820 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1087[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ფრონის (ყვირილის აუზი) სათავეში, ზღვის დონიდან 820 მ, საჩხერიდან 10 კმ დაშორებით. სოფელში არის საჯარო სკოლა. წერილობით წყაროებში გორისა პირველად XVII საუკუნეში მოიხსენიება.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1087 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1430 | 688 | 742 |
2014[1] | 1087 | 566 | 521 |
ცნობილი ადამიანები
რედაქტირებასოფელში დაიბადნენ:
- გიორგი წერეთელი — ქართველი მწერალი და პუბლიცისტი.
- ივანე გომართელი — ექიმი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.
- ირაკლი წერეთელი — პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.
- მალხაზ აბდუშელიშვილი — ქართველი ანთროპოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.[3]
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 113.
- დვალაშვილი გ., საჩხერის მუნიციპალიტეტი, თბ., 2018, გვ., 66-68
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ დვალაშვილი გ., საჩხერის მუნიციპალიტეტი, თბ., 2018, გვ., 67