გამოღმა არგვეთი

სოფელი საქართველოში, საჩხერის მუნიციპალიტეტში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არგვეთი.

გამოღმა არგვეთისოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, გორისის თემში. სოფელში არის საბაზო სკოლა.

სოფელი
გამოღმა არგვეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საჩხერის მუნიციპალიტეტი
თემი გორისა
კოორდინატები 42°17′58″ ჩ. გ. 43°26′58″ ა. გ. / 42.29944° ჩ. გ. 43.44944° ა. გ. / 42.29944; 43.44944
ადრეული სახელები არგვეთი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 631[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გამოღმა არგვეთი — საქართველო
გამოღმა არგვეთი
გამოღმა არგვეთი — იმერეთის მხარე
გამოღმა არგვეთი

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 631 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 815 408 407
2014[1]   631 331 300

ეტიმოლოგია

რედაქტირება

არგვეთი ანუ მარგვეთი ისტორიული სახელწოდებაა, ოღონდ წინათ ეს სახელი რქმევია არა მხოლოდ ერთ ან ორ სოფელს, არამედ მთელ მხარეს, ქვეყანას, რომელიც ძველი ქართველი ისტორიკოსის ლეონტი მროველის ცნობით ლიხის მთიდან რიონამდე იყო გაშლილი, ე. ი. დაახლოებით დღევანდელი ზემო იმერეთის ტერიტორიას მოიცავდა. ამ სახელის მიხედვით ნაწარმოებია გვარები: მარგველი, მარგველაძე, მარგველაშვილი.

მარგვეთ-ში თავსართია, ხოლო ეთ - ქართულ გეოგრაფიულ სახელებში გავრცელებული სუფიქსი. ამრიგად, ფუძედ გვრჩება არგვ. იგივე ფუძე გამოიყოფა სიტყვაში მ-არგ-ალი („მ-ეგრ-ელ-ი“). საწინააღმდეგო მოსაზრების თანახმად სიტყვა „მ-არგ-ალი“ მიღებულია მ-აგრ-ალის მეტათეზისით და ნიშნავს ეგრისელს და არა არგვეთელს. ამდენად „მარგალში“ „არგ“ ფუძე არაა იგივე, რაც „არგვეთში“, არამედ განსხვავებული, „აგრ“ ფუძეა.[3]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჭუმბურიძე ზურაბ, რა გქვია შენ?, თბილისი 1966, გვ. 46-47
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. თენგიზ ვერულავა, სამეგრელოს ეტიმოლოგია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2011-08-22.