ჯალაურთა

სოფელი საქართველოში, საჩხერის მუნიციპალიტეტში.

ჯალაურთასოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: მოძვი). სოფელში მოქმედებს საექიმო ამბულატორია.

სოფელი
ჯალაურთა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საჩხერის მუნიციპალიტეტი
თემი ჯალაურთა
კოორდინატები 42°14′46″ ჩ. გ. 43°24′05″ ა. გ. / 42.24611° ჩ. გ. 43.40139° ა. გ. / 42.24611; 43.40139
ცენტრის სიმაღლე 740
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1144[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჯალაურთა — საქართველო
ჯალაურთა
ჯალაურთა — იმერეთის მხარე
ჯალაურთა

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ფრონის (ყვირილის აუზი) ნაპირას. ზღვის დონიდან 740 მეტრი, საჩხერიდან 21 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1609 კაცი.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1144 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1609 817 792
2014[1]   1144 556 588

ჯალაურთა საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია. აქ კომპაქტურად ცხოვრობენ: კაპანაძეები, ნეფარიძეები, დოღაძეები, ძინძიბაძეები, ასანიძეები, ბრეგვაძეები, ხვედელიძეები, ბუღაძეები, ღამბაშიძეები, ცარციძეები, შეყლაშვილები და პაპიძეები.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

ჯალაურთაში არის XII საუკუნის დარბაზული ეკლესია, რომელიც ძლიერ დაზიანებული და უმოქმედოა. მასთან ახლოს მდებარეობს მეორე ეკლესია, რომელიც გარედან დარბაზულს წააგავს, თუმცა სამნავიანი ბაზილიკაა, რომლის სახურავიც სვეტებს ეყრდნობა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II