უსახელო (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)
უსახელო — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ნიგოზეთის თემი). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. ზღვის დონიდან 840 მეტრი, ჭიათურიდან 13 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
უსახელო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ნიგოზეთი |
კოორდინატები | 42°14′05″ ჩ. გ. 43°21′56″ ა. გ. / 42.23472° ჩ. გ. 43.36556° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 840 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 952[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ზოგადი ინფორმაცია
რედაქტირებასოფელი ორ ნაწილად, ქვედა და ზედა უსახელოდ იყოფა. მოსახლეობის უმეტესობა მისდევს მესიმინდეობას, მეცხოველეობას, მევენახეობას და მებოსტნეობას. მოჰყავთ რამდენიმე სახის ბოსტნეული, მათგან აღსანიშნავია პრასი, რომლის სამშობლოდ ითვლებიან ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნები. სოფელში ყველაზე გავრცელებული გვარებია: პაპიძე, ცერცვაძე, სამხარაძე, ტეფნაძე, კუსიანი და წერეთელი. აქ არის ორი ეკლესია: მთავარანგელოზის ეკლესია ქვედა უსახელოში (ფაქტობრივად ნანგრევებად ქცეული), რომელიც წარმოადგენს ერთავიან ბაზილიკას, და წითელი ეკლესია ზედა უსახელოში, რომელიც აღადგინეს 2015-2016 წლებში. სოფელში მდებარეობს ორი საჯარო სკოლა, რომლებიც ქვედა და ზედა უსახელოებზეა გადანაწილებული. სოფლისთვის დამახასიათებელია ზემო იმერეთის მთიანი ნაწილის კლიმატი: ზამთარში უხვი თოვლი, ხოლო ზაფხულში შუადღეს სითბო, საღამოს კი სიგრილე.[2]
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 952 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 1561 | 798 | 763 |
2014[1] | 952 | 480 | 472 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 184.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ html უსახელო
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II