მებოსტნეობა — მემცენარეობის დარგი სოფლის მეურნეობაში, რომელიც დაკავებულია კულტივაციის ტექნოლოგიის გაუმჯობესებით და დანერგვით ღია და დახურულ გრუნტებზე ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მოსავლის მოყვანით სელექციისა და მეთესლეობის გამოყენებით.

ბოსტნეული ბაზარში

ძირითადი აგროტექნიკური ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება ბოსტნეული კულტურების მოსავლიანობის ასამაღლებლად: ყველაზე უფრო პროდუქტიული ჯიშების და ჰიბრიდების ხარისხიანი სათესლე მასალის გამოყენება, სწორი დათესვა-დარგვა კულტურების მონაცვლეობით, მორწყვა, ორგანული, მინერალური, ბიოლოგიური და სხვა სასუქების და დამცავი საშუალებების ნაყოფიერი გამოყენება მწერებისგან და სასოფლო-სამეურნეო მცენარეულობის მავნებლებისაგან[1].

მებოსტნეობა — სოფლის მეურნეობის დარგია, რომელიც დაკავებულია ბოსტნეულის მოყვანით, ასევე გადამამუშავებელი წარმოებისათვის. როგორც მეცნიერება მებოსტნეობა დაკავებულია ბოსტნეული მცენარეების მორფობიოლოგიური თავისებურებების და მათი მოყვანის, სელექციის შესწავლით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მთ. რედ. ა. მ. პროხოროვი, დიდი საბჭოთა ენციკლოპედია, მოსკოვი: საბჭოთა ენციკლოპედია, 1974. — გვ. 273.