ბაღჩეული კულტურები
ბაღჩეული კულტურები — მცენარეთა ჯგუფი გოგრისებრთა ოჯახისა (საზამთრო, ნესვი, გოგრა). მცენარეები გართხმული ან მცოცავია. მათ სამშობლოდ ითვლება აზიის, აფრიკისა და ამერიკის ტროპიკული და სუბტროპიკული ქვეყნები.
ბაღჩეული კულტურები სითბომოყვარული და გვალვაგამძლეა. ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდი აქვს. კარგად ხარობს ყამირსა და ნასვენ მიწებზე, აგრეთვე მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე. კულტივირებულია უმთავრესად ჩრდილოეთის განედი 50°-სა და სამხრეთის განედი 35°-ს შორის მდებარე რაიონებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- კვაჭაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 248.
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |