საზამთრო (ლათ. Citrullus) — ერთ ან მრავალწლოვანი მცენარის გვარი გოგროვანთა ოჯახისა. ნაყოფი გოგრულაა, სფეროსებრი, ოვალური ან ცილინდრული; შეფერილობა — თეთრიდან მუქ მწვანამდე. კანი შეიძლება მოხატული იყოს ბადისებრი ვარაყით ან ზოლებით, ლაქებით და სხვა. რბილობი ვარდისფერი, წითელი, ჟოლოსფერი, იშვიათად თეთრი ან ყვითელია.

საზამთრო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Citrullus

ცნობილია საზამთროს 3 სახეობა: ველური (ლათ. Citrullus colocynthis), სასუფრე (ლათ. Citrullus vulgarus) და საკვები (ლათ. Citrullus colocynthoides). საზამთრო სითბოს მოყვარულია, ნიადაგის მიმართ ნაკლებმომთხოვნი. სამშობლოა სამხრეთ აფრიკა. ფართოდაა გავრცელებული სასუფრე საზამთრო, რომელიც იწონის 0,6-16 კგ-მდე, შეიცავს 11%-მდე შაქარს, ვიტამინებს და სხვა. იყენებენ ნედლად დამწნილებულს (პატარებს). ამზადებენ თაფლს, ცუკატს და სხვა. საშუალო მოსავლიანობა 150-200 ც/ჰა, საკვები საზამთროსი — 250-300ც/ჰა. ცხოველი ჭამს ნედლად და დასილოსებულს. სასუფრე საზამთროს გავრცელებული ჯიშებია „პობედიტელ-395“, „სტოქსა-647-/649“ და სხვა. საკვები საზამთროსი — „დისხიმი“, „ბროდსკი 37-42“ და სხვა.

საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ჯიშები: „მუხრანის“, „კახური“, „შავი“, „სოხუმის“ და სხვა.

საზამთროს ნაყოფის რბილანა გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი და კარგად კლავს წყურვილს.

ლიტერატურა

რედაქტირება