მცოცავი მცენარეები
მცოცავი მცენარეები — მცენარეები, რომელთა ღერო ემაგრება მეზობელ მცენარეებს ან რაიმე სხვა საყრდენს განსაკუთრებული სამარჯვების საშუალებით და ზევით ადის. მცოცავი მცენარეებს ღეროებსა და ფოთლებზე აქვთ ჯაგრები, ეკლები ან ქაცვები (მაყვალი, ზოგი ასკილი, როტანგის პალმა, ენდრონიკა და სხვა); ზოგს ღეროზე უვითარდება დამატებითი ფესვთა კონები (სურო, ვანილი და სხვა). ზოგი კი საყრდენს ემაგრება ულვაშების დახმარებით (პარკოსან მცენარეთა ნაწილი და სხვა).
ლიტერატურა
რედაქტირება- კაჭარავა მ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 255.