გომი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
გომი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში. ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: გომი, აგარები, დიდი სატივე, ვაყა, პატარა სატივე, ქვემო აძვისი, ხიდისყური).
სოფელი | |
---|---|
გომი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
თემი | გომი |
კოორდინატები | 42°01′14″ ჩ. გ. 43°43′49″ ა. გ. / 42.02056° ჩ. გ. 43.73028° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 640 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1128[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 640 მეტრზე, ხაშურიდან 12 კმ-ზე.
სოფელში ფუნქციონირებს ს.ს. „გომის სპირტისა და არყის კომპანია“, იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრი.
ისტორია
რედაქტირებასახელწოდება გომს საფუძვლად უდევს მსხვილფეხარქოსანი პირუტყვის სადგომის სახელწოდება — გომი. გომი ცნობილია ზემო გომის სახელწოდებითაც. ამავე სახელწოდების სოფლები არსებობს ოზურგეთისა და ონის მუნიციპალიტეტებში.
გომს იცნობენ ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები, თუმცა საისტორიო წყაროებსა და დოკუმენტებში არ გვხვდება. ვახუშტი ბატონიშვილს სამწევრისთან ახლოს რუკაზე დატანილი აქვს ორი გომი, ერთი მტკვრის მარჯვენა, ხოლო მეორე — მარცხენა მხარეს.
1886 წლის აღწერით, გომში 88 კომლი სახლობდა (180 კაცი და 111 ქალი, სულ 291 კაცი), აქედან ქართველი — 30 კომლი, ოსი — 46, სომეხი — 5, გერმანელი — 4 და რუსი — 3.
გომის დაწინაურებას ხელი შეუწყო ფოთი-თბილისის რკინიგზის გაყვანამ (1872 წ). აქ გაიხსნა რკინიგზის სადგური, რამაც იგი მის ახლომახლო მდებარე სოფლების ცენტრად აქცია. ამ ფაქტმა განაპირობა ის გარემოებაც, რომ აქ მოგვიანებით (1897 წ.) დაარსდა გორის მაზრის სასოფლო-სამეურნეო ამხანაგობის დეპო, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ზემო ქართლში სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის განვითარებაში. იგი მნიშვნელოვან სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ საქმიანობას ეწეოდა.
გომში შემორჩენილია ისტორიული სურამის ჭალის ნაშთი, რომელიც მის აღმოსავლეთით მდებარეობს. აქვეა ღვთისმშობლის ეკლესია, მისგან მოშორებით, აღმოსავლეთით კი, ე.წ. დაღალულას მინდორზე კოშკის ნანგრევები. 626-634/635 წლებით.[2]
გომში სახლობენ გვარები: აბრამიშვილი, ანტონიანი, არბოლიშვილი, არევაძე, არჯევანიძე, ბარათაშვილი, ბარბაქაძე, ბედინაშვილი, ბეთიშვილი, ბერიძე, ბესტაღანაშვილი, ბიკაშვილი, ბიწაძე, ბრეგვაძე, გაგიშვილი, გაგლოშვილი, გაგნიძე, გაფრინდაშვილი, გაჩეჩილაძე, გეგეშიძე, გელაშვილი, გერგაული, გიგიტაშვილი, გიკაშვილი, გოგატიშვილი, გოგალაძე, გოჩიაშვილი, გრიგალაშვილი, გურგენიძე, დასიშვილი, დონაძე, დოფიძე, ელბაქიძე, ელიაშვილი, ერაძე, თედიაშვილი, თიბილაშვილი, იაკაშვილი, კაზანაშვილი, კულუმბეგაშვილი, კუჭუხიძე, ლაცაბიძე, ლიკაშვილი, ლომიძე, ლურსმანაშვილი, მაზიაშვილი, მამიჯანაშვილი, მანუჩაროვი, მაყიშვილი, მახაჭაშვილი, მეზურნიშვილი, მელაძე, მექვინაძე, მიქაძე, მიქელაშვილი, მოსიაშვილი, მულაძე, მურჯიკნლი, ნადირაძე, ნოზაძე, ომიაძე, ოსაძე, პაპიაშვილი, რაზმაძე, როსტიაშვილი, როსტომაშვილი, სარაული, სირაძე, სოიტაშვილი, სტეფნაძე, სხილაძე, სხირტლაძე, ტაბატაძე, ტატიური, ტეფნაძე, ფარასტაშვილი, ფილიშვილი, ფოთელაშვილი, ფოცხვერაშვილი, ფხიკიძე, ქარქუზაშვილი, ქელეხსაშვილი, ქიტიაშვილი, ქობეზაშვილი, ქოქოშვილი, ქოჩიშვილი, ქურდაძე, ქურთაული, ქურთიშვილი, ქუჩმაზაშვილი, ქუჩიშვილი, ყასაშვილი, ყაულაშვილი, ყურაშვილი, ყიფიანი, შავერდაშვილი, შიუკაშვილი, შუბითიძე, ჩოჩიშვილი, ციცქიშვილი, ცხოვრებაშვილი, ცხოვრებაძე, ძაბახიძე, ხარშილაძე, ხაჩიძე, ხეთაგური, ხვედელიძე, ჯიოშვილი, ჯოღერდიშვილი, ჯოხაძე, ჯუღელი...
დემოგრაფია
რედაქტირება2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1410 ადამიანი.[3] 2014 წელს კი ფიქსირდება კლება, სოფელში ცხოვრობს 1128 კაცი, საიდანაც 565 მამაკაცია, ხოლო 563 ქალი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002[4][5] | 1410 |
2014[1] | 1128 |
ლიტერატურა
რედაქტირება- დ. სვანიძე. ჯ. გვასალია. შ. საღარაძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 93.
- თ. ლაცაბიძე, ხაშურის რაიონის ისტორია ტოპონიმებში, 2000 წ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ გომის ტერიტორიული ორგანო/ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-20. ციტირების თარიღი: 2013-07-19.
- ↑ 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-02.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-02.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.