სამწევრისი (ქარელის მუნიციპალიტეტი)
სამწევრისი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში (კეხიჯვრის თემი). მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან 640 მეტრი, ქარელიდან 4,5 კილომეტრი, აგარიდან 2 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
სამწევრისი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ქარელის მუნიციპალიტეტი |
თემი | კეხიჯვარი |
კოორდინატები | 42°01′02″ ჩ. გ. 43°50′36″ ა. გ. / 42.01722° ჩ. გ. 43.84333° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 640 მ |
მოსახლეობა | 360[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები (99,2 %) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებაწყაროებში პირველად მოიხსენიება XIV საუკუნეში. სოფელში მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები. სოფლის მახლობლად აღმართულია ქართული ხუროთმოძღვრების პირველი აყვავების ხანის (IV-VII საუკუნეები) ძეგლი - სამწევრისის ტაძარი (VII საუკუნის I ნახევარი).
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 360 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 401 | 183 | 218 |
2014[1] | 360 | 169 | 191 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 49-50.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II