კეხიჯვარი
კეხიჯვარი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ვედრება, თათანაანთუბანი, კლდუ, კრობანი, სამწევრისი, სანებელი, ქობესაანთუბანი). მდებარეობს მდინარე ძამის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 670 მეტრი. ქარელიდან 6 კილომეტრი, აგარიდან 5,7 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
კეხიჯვარი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ქარელის მუნიციპალიტეტი |
თემი | კეხიჯვარი |
კოორდინატები | 42°00′16″ ჩ. გ. 43°51′04″ ა. გ. / 42.00444° ჩ. გ. 43.85111° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 670 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 919[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები (90,6 %) ოსები (7,6 %)[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 919 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 1086 | 513 | 573 |
2014[1] | 919 | 457 | 462 |
ისტორია
რედაქტირებაკეხიჯვარი ერთ-ერთი ძველი სოფელია ძამის ხეობაში. მისგან სამხრეთით 800 მ. მანძილზე მიკვლეულია ფეოდალური ხანის ნამოსახლარი, რომლისგან შემორჩენილია ეკლესიის და სხვა ნაგებობათა ნაშთები. სოფლის ძველ სასაფლაოზე დგას გვიანი ფეოდალური ხანის წმ. გიორგის სამლოცველო. სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდ. ძამის მარცხენა მხარეს არსებულ ზეგანზე მდებარეობს ძველი ყორღანი, რომელიც ამჟამად შეუსწავლელია.
ისტორიულ წყაროებში სოფელი პირველად მოხსენიებულია XIV-XV ს.ს. მიჯნაზე. თავდაპირველად იგი ორბოძლელთა კუთვნილი მამული ყოფილა. მოგვიანებით ციციშვილების მფლობელობაში გადასულა. ქართლის მეფე კონსტანტინე II-ის მიერ 1467 წელს ზაზა ციციშვილისადმი მიცემულ წყალობის სიგელში იხსენიებიან კეხიჯვარში მცხოვრები გლეხები: მეთევზიშვილი და მათეშვილი. ციციშვილების გაყრის განჩინების თანახმად (1664-1673 წ.წ.) ციცის და ქაიხოსროს რგებიათ კეხიჯვარში მცხოვრები ეხტიბერიშვილი პაპინა. 1701 წლით დათარიღებულ ერთ საბუთში მოხსენიებულია კეხიჯვრელი პოღოზაშვილი ამირა.
XVIII-XIX ს.ს. მიჯნაზე კეხიჯვარი ისევე, როგორც მდ. ძამის ხეობის სოფლების უმრავლესობა, ლეკთა დაუსრულებელი თარეშის გამო მიტოვებული ყოფილა. მისი აღდგენა დაიწყო 1818 წლიდან. 1830 წელს აქ უკვე 33 კომლი (272 კაცი) ყოფილა, რომელთაგან 30 კომლი ციციშვილებს, მათ აზნაურ წინამძღვრიშვილებს და ფურცელაძეებს ეკუთვნოდათ, სამი კომლი კი სახაზინო გლეხი იყო.
კეხიჯვრის აღდგენა ძირითადად ქარელიდან გადმოსახლებული ხალხის ხარჯზე მომხდარა, რომელთა ნაწილი სავარაუდოდ, ლეკიანობის გამო ამავე სოფლიდან იყო აყრილი და გადასახლებული.
ესენი არიან:
- აზნაური ფურცელაძე,
- ცხვედაძე,
- ჭაბუკაშვილი,
- ხოსრუაშვილი,
- კოპაძე (მოსულა სოფელ ჭანდრებიდან),
- ჭანჭურაძე (მოსულა სოფელ ხვედურეთიდან),
- ქიტიაშვილი,
- ღამბაშიძე,
- ბუშიშვილი,
- ფილიშვილი,
- მეტრეველი,
- თედიაშვილი (მოსულა სოფელ ჭანდრებიდან),
- ჩიხლაძე,
- ტეტიაშვილი,
- სარალიძე,
- გელაძე,
- სულეიმანაშვილი,
- ჭეჭვაძე,
- ქალიაშვილი,
- ასპინძელაშვილი (მოსულა სოფელ წრომიდან),
- თედეშვილი (მოსულა სოფელ წრომიდან),
- ბედიანაშვილი (მოსულა სურამის შინდისიდან),
- ზაკუტაშვილი (მოსულა სოფელ ხცისიდან),
- გელაშვილი (მოსულა ჯავახეთიდან),
სოფელი სახნავ-სათესით უზრუნველყოფილ ტერიტორიას წარმოადგენს. ამის გამო მისი დასახლება შემდგომ წლებშიც ინტენსიურად ხდებოდა. კერძოდ, 1830-1842 წ.წ. აქ გადმოსახლებულან:
- ციმაკურიძე (აზნაური სოფელ აბანოდან),
- ხოსრუაშვილი,
- მარჯანიძე,
1842-1859 წ.წ. მოსულან
- ნეფარიძე,
- რაზმაძე,
- ნამზითვიშვილი,
- ბუნიათიშვილი,
- ჯაიანი (აზნაური),
- აბულაძე,
- ასათიანი,
- ნაბიჭვრიშვილი,
- ჩხეიძე,
- ცხოვრებაშვილი (მოსულა სოფელ სანებლიდან),
- ლომიტაშვილი (მოსულა სოფელ სანებლიდან),
- ხარატიშვილი იგივე კონიაშვილი,
- ამირიძე (მოსულა სოფელ სანებლიდან),
- გოჩანაშვილი,
- ჩიხლაძე,
- იკოშვილი,
- მთიულიშვილი (მოსულა ქარელიდან),
- ჯიქურაშვილი (მოსულა სოფელ ხცისიდან),
- გასიტაშვილი (მოსულა სოფელ აგარიდან),
- ლომიძე,
1859-1873 წ.წ. გადმოსახლებულან
1886 წელს კეხიჯვრის მოსახლეობამ 105 კომლს მიაღწია, მცხოვრებთა რაოდენობამ კი 450 კაცს. სოფელში თავად-აზნაურობაც ბევრი ცხოვრობდა. ამ დროისთვის პრივილეგირებულთა ფენას შეადგენდა 149 კაცი, მათ შორის,
- ციციშვილები 3 კომლი,
- ფურცელაძეები 14 კომლი,
- აბულაძე 6 კომლი,
- ჩინჩალაძე 5 კომლი,
- ჯაიანი 3 კომლი,
- დანდლიშვილი 2 კომლი,
- ციმაკურიძე 3 კომლი.
1995 წელს სოფელში დაფუძნდა საქართველოში პირველი ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა. 1997 წელს ეკლესია გადავიდა თბილისში.[4]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 480.
- ქარელი ისტორიის ანალებში. ო. კილასონია. თბილისი 1996 წ. გამომცემლობა „აღმაშენებელი“.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ თინიკაშვილი დ., ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა„ // „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 307-308, ISBN 978-9941-0-0902-0.