ჭანდრები
ჭანდრები — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში (ზემო ხვედურეთის თემი). მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ხვედრულის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე, ზღვის დონიდან 750 მეტრი, ქარელიდან 7 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
ჭანდრები | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ქარელის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზემო ხვედურეთი |
კოორდინატები | 41°58′14″ ჩ. გ. 43°55′07″ ა. გ. / 41.97056° ჩ. გ. 43.91861° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 750 მ |
მოსახლეობა | 276[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები (96,7 %) ოსები (2,9 %) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 276 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 412 | 201 | 211 |
2014[1] | 276 | 145 | 131 |
ისტორიული ძეგლები
რედაქტირებასოფლის დასავლეთით, მთის ფერდობზე, დგას შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — კვირაცხოვლის დარბაზული ეკლესია. ამჟამად თითქმის მთლიანად დანგრეულია. ქვიშაქვის ბლოკებით აშენებულ, გეგმით სწორკუთხა, ნაგებობას აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს. ინტერიერში, საკურთხევლის აფსიდის ორივე მხარეს, თითო სწორკუთხა ნიშია. გარედან შენობა სადაა, ძუნწადაა მორთული. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის თავზე, რელიეფური ჯვარია, რომლის ორივე მხარეს ანგელოზები და ადამიანთა ფიგურებია გამოსახული. ეკლესიას სამხრეთით მინაშენი ჰქონდა, ახლა დანგრეულია, ჩამოქცეულია გადამხური კამარაც.
ჭანდრების ჩრდილო-დასავლეთით შემორჩენილია ასევე ძლიერ დაზიანებული კოშკი (9X8 მ). სოფლის მახლობლად დგას ნახევრად დანგრეული „მწვანე საყდარი“, ფაფელაანთ ეკლესია, ქაშვეთის ეკლესია, წმ. გიორგის, ღვთისმშობლისა და ჭეშმარიტას ეკლესიები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 381.
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 411-13. თბ., 1990
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II