ქარელი
ქარელი — ქალაქი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 620 მეტრი, მანძილი თბილისიდან 94 კილომეტრი. ქარელი რაიონული ცენტრი გახდა 1939 წელს, დაბად გადაკეთდა 1962 წელს, ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს. ქარელში არის რკინიგზის სადგური, სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები.
ქალაქი | |
---|---|
ქარელი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ქარელის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°01′17″ ჩ. გ. 43°53′35″ ა. გ. / 42.02139° ჩ. გ. 43.89306° ა. გ. |
ამჟამინდელი სტატუსი | 1981 |
ცენტრის სიმაღლე | 620 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 6654[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 82,3 % აზერბაიჯანელები 11,4 % ოსები 3,0 % სომხები 2,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 369[2] |
საფოსტო ინდექსი | 4500[3] |
ოფიციალური საიტი | https://www.kareli.gov.ge |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 6654 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1895[4] | 1752 | - | - |
1989[5] | 8272 | - | - |
2002[5] | 7185 | - | - |
2014[1] | 6654 | 3203 | 3451 |
ისტორია
რედაქტირებაქარელი, ისევე როგორც მდ. მტკვრის გაღმა მხარის დასახლებული პუნქტების დიდი ნაწილი, შედიოდა საციციანოში. იგი პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში. ციციშვილების გაყრის განჩინების მიხედვით, რომელიც პირობითად 1664-1673 წ.წ. არის დათარიღებული, ციცისა და ქაიხოსროს რგებიათ ქარელში მცხოვრები გონგლიაშვილი პაატა თავისი მამულით. ქარელი თავდაპირველად პატარა სოფელი იყო და მას შემდეგ გაიზარდა და დაწინაურდა, რაც ლეკთა განუწყვეტელი თარეშის გამო ციციშვილებმა მძოვრეთი მიატოვეს (XVIII ს. II ნახ.) და აქ გადმოსახლდნენ. ამას ადასტურებს 1715 წ. და 1804 წ. მოსახლეობის აღწერის მასალების შედარება. 1715 წ. ქარელში სულ 20 კომლი ცხოვრობდა, ხოლო 1804 წლისათვის მოსახლეობას 215 კომლისთვის მიუღწევია — მათ შორის 169 კომლი ქართველი, 12 ოსი და 34 სომეხი.
1778 წ. ბატონიშვილ გიორგის (შემდეგში გიორგი XII-ს) უმოგზაურია თრიალეთში და ამ მოგზაურობის დროს გაუვლია საციციანოში, მათ შორის ქარელში. პლატონ იოსელიანი გვაუწყებს, რომ მეფის ძემ „თაფარავნით გადმოვლო მთა საციციანო და მოვიდა ქარელსა, აქედამ მიიწვია მროველმან ეპისკოპოსმან რუისისა, განვლო მტკვარი ტივით, დაჰყო მასთან სამი დღე“.
მოგვიანებით ქარელის ინტენსიურ ზრდას ხელი შეუწყო აქ რკინიგზის გაყვანამ და რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრად გადაქცევამ. 1921-1930 წლებში იყო გორის მაზრის ქარელის რაიონის ცენტრი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- „ქარელი ისტორიის ანალებში“. ო. კილასონია
- „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“. პ. იოსელიანი. 1978 წ. გვ. 83
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ Кавказский календарь на 1896 год გვ. 253
- ↑ 5.0 5.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.