ქარელის ყორღანული ველი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ქარელის ყორღანული ველი — არქეოლოგიური ძეგლი ქალაქ ქარელის დასავლეთით, მდინარე ძამას მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება ძვ. წ. XIII-XII საუკუნეებით. გაითხარა 1972 წელს. ქვამიწაყრილიანი ყორღანის სიმაღლე 0,6 მეტრია, დასაკრძალავი ორმო ოთხკუთხაა. ყორღანში აღმოჩნდა შავი და ლეგა თიხის 13 ჭურჭელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქორიძე ი., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 351.