საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა (რუს. Свод памятников истории и культуры Грузии; ინგლ. Summa historical and cultural monuments of Georgia) ან სძა — სამეცნიერო-საცნობარო, ენციკლოპედიური ხასიათის მრავალტომიანი გამოცემა. წიგნის გამოცემა გადაწყდა 1970 წლის 10 ივლისს მიღებული საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილების — „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის მომზადების შესახებ“ — მიხედვით. გამოსცა ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ.

გამოცემის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უკლებლივ ყველა ძეგლის მეცნიერული შესწავლა და მათი დოკუმენტაციის შექმნა, რომლებიც ამჟამად აყვანილია აღრიცხვაზე, დაცულია ან მომავალში იქნება აღრიცხული და დაცული სახელმწიფოს მიერ.

1970 წლის 10 ივლისს მიღებულ იქნა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება — „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის მომზადების შესახებ“ . 1982 წლის 19 იანვარს, „სსრ კავშირის ხალხთა ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის გამოცემის შესახებ“ სკკპ ცკ-ის სამდივნოს დადგენილების მიღების შემდეგ, საქართველოს კპ ცკ-მა და რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ მიიღეს უკვე ერთობლივი დადგენილება — „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის მომზადებისა და გამოცემის დაჩქარების საჭირო ღონისძიებების შესახებ“.

აღნიშნული რესპუბლიკური დადგენილებები ითვალისწინებდნენ მომზადებისა და გამოცემის სამუშაოების კოორდინაცია უნდა ეთავა ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციას, სადაც ჩამოეალიბდა საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის სპეციალური რედაქცია, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სასელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინხტიტუტს, ამავე ინსტიტუტის რესპუბლიკურ არქეოლოგიურ ცენტრს, გიორგი ჩუბინაშვილის სასელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტს, აგრეთვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტს დაევალათ, ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნივრო რედაქცასთან სათანადო სელშეკრულებების საფუძველზე მასალების მომზადება.

მომზადებისა და გამოცემის საქმე ბევრ გაუთვალიხწინებელ, ობიექტურ სიძნელეებს წააწედა, რამაც გამოცემის შეფერხება გამოიწვია.

საქართეელოში გამოცემის მოსამზადებელი სამუშაოების დაგეგმვისათვის, დროისა და მოცულობის განსაზღვრისათვის ძეგლების რაოდენობა ყოველ არსებულ ადმინისტრაციულ რაიონში ნავარაუდევი იქნა საშუალოდ 100-120, გამონაკლის შემთხვეკაში -150 ვრთეული. ვარაუდმა არ გაამართლა — ძეგლების რაოდენობა ორჯერ, ხამჯერ, ზოგ რაიონში კი ხუთჯერ მეტიც კი აღმოჩნდა. ამან, ბუნებრივია, გამოიწვია სამეცნიერო-საძიებო სამუშაოების ტემპების გაუთვალისწინებელი შეფერხება, სახსრების უკმარისობა.

საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლებისადმი ინტერესი XIX ს-ის 30-40-იან წლებში ჩაისასა (მიxეილ ბარათაშვილი, თეიმურაზ ბატონიშვილი). იმავე საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო მუშაობა ისტორიის, სელოვნების, არქიტექტურის ცალკეული ნიმუშების გამოვლების, აღწერის, სისტემატიზაციის, დაცვისა და პროპაგანდის ხაზით. ამ საქმეს უძღვებოდნენ კერძო პირები, დაწესებულებები, საზოგადოებები: კავკასიის მუზეუმი (დაარსდა 1852 წ.), კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება (1873 წ.), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება (1879 წ), საეკლესიო მუზეუმი (1888), მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოუილება (1901 წ.), საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის საზოგადოება (1907 წ.) და სხვ. უკვე XIX საუკუნის ბოლო ათეულწლებში და XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო არქეოლოგიური გათხრები (აქ აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძის ღვაწლის ექსპედიციები, ქვეყნდებოდა (ცალკეული მეცნიერული შრომები (ალექსანდრე ხახანაშვილი, დიმიტრი ბაქრაძე, ალექსანდრე ცაგარელი, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო მარი, დ. გრიმი, ნიკოდიმ კონდაკოვი, ა. ჰავლინოვი, პრასკოვია უვაროვა და სხვები), ქართული არქიტექტურული ძეგლებისა და კედლის მხატვრობის ცალკეული ნიმუშების ფიქსაცია (სიმონ კლდიაშვილი, ანატოლი კალგინი, ჰენრიხ ჰრინევსკი, ლადო გუდიაშვილი, დიმიტრი შევარდნაძე, მიხეილ ჭიაურელი და სხვ.).

1918 წელს, ახლად ჩამოყალიბებულ თბილისის უნივერსიტეტთან გიორგი ჩუბინაშვილის თაოსნობით ჩამოყალიბდა ხელოვნების მეცნიერების კათედრა და კაბინეტი. აქ საფუძველი ჩაეყარა ძველი ქართული არქიტექტურის, კედლის მხატვრობის, საერთოდ ხელოვნების ნიმუშების მიზანდასახული სისტემატიზაციისა და მეცნიერული კვლევის საქმეს. ასევე უნივერსიტეტი იყო ქართულ ისტორიულ, არქეოლოგიურ (ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი, გიორგი ნიორაძე), ეთნოგრაფიულ (გიორგი ჩიტაია) მეცნიერებათა განვითარების, ძველი ქართული დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის შესწავლის (იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე) საწყისი კერა. შემდეგ ამ საქმემ ინტენსიური და ნაყოფიერი გაგრძელება ჰპოვა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის (1941 წ.) სათანადო სამეცნიერო დაწესებულებებში, რესპუბლიკის სხვა უმაღლეს ხასწავლებლებში, მუზეუმებში. ასეთმა გეგმაზომიერმა და მრავალმხრივმა მეცნიერულმა შესწავლამ მკვიდრი საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების საქმეს, რაც ჯერ კიდევ ჩვენი საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისიდან სასელმწიფოებრივი ზრუნვის საგანი გახდა. მაგრამ იმავე 20-იან წლებში მთელ სსრ კავშირში და, კერძოდ საქართველოში წარმოებულმა ე. წ. ანტირელიგიურმა კამპანიამ, შესამჩნევი ზიანი მიაყენა ჩვენ სიძველეებს — ხელოვნების მრავალი შესანიშნავი ნიმუში, ისტორიულად ღირებული ძეგლი სამუდამოდ დაიკარგა. დაზარალდა არა მარტო ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, საკულტო ძეგლები. ზოგჯერ გაუაზრებელმა, ნაჩქარევმა ქალაქებიხა თუ სოფლების, კურორტების ე. წ. სოციალისტურმა კეთილმოწყობამ და რეკონსტუქციამ დიდი ზიანი მიაყენა ქალაქმშენებლობითი ხასითის ძეგლებს, მოისპო ბევრი XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისში აგებული მხატვრულად ღირებული ნაგებობა. ამ ანტიეროვნულ მოქმედებას, მოძრაობას საბედნიეროდ წინ აღუდგა მოწინავე ქართველი სამეცნიერო და შემოქმედებითი საზოგადოებრიობა. სწორედ მათი ძალისხმვვით მოხერხდა, რომ საბჭოური წლების მანძილზე საქართველოში ძეგლთა დაცვისა და გამოყენვბის საქმე სახელმწიფოებრივ დონეზე იმართებოდა.

საბჭოთა კავშირში ჩვენში პირველად შეიქმნა სპეციალური სარესტავრაციო სამეცნიერო-საწარმოო სახელოსნო (1949 წ., შემდგომ — გაერთიანება), კულტურის ძეგლთა დაცვის რესპუბლიკური საზოგადოვბა (1959 წ.) და გამოიცა კრებული „ძეგლის მეგობრის“ პირველი კრებული (1964 წ.). რესპუბლიკაში ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების ყველა სახის ღონისძიებას, „ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვიხა ღა გამოყენების შესასებ“ საქართველოს სსრ კანონის საფუძველზე (დამტკიცებულია 1977 წ. 29 დეკემბერს. ძალაშია 1978 წლის 1 აპრილიდან), მოწოდებული იყო ეხელმძღვანელა სპეციალურ სამთავრობო დაწესებულებას — საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ისტორიის, კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს (1978 წ.).

გამ. წელი აღწერილი რეგიონი რეგიონის რუკა სარედაქციო კოლეგია წიგნის გარეყდა
5 1990 შიდა ქართლი (გორის, კასპის, მცხეთის, ქარელის და ხაშურის რაიონები)   ვ. დოლიძე, ს. კინწურაშვილი (ხელმძღვანელი), უ. სიდამონიძე, გ. ცქიტიშვილი  
2 2008 აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი (ახმეტის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის რაიონები)   თ. დვალი (ხელმძღვანელი), კ. კახაძე, ალ. რამიშვილი, ბ. ჯორბენაძე  
1-I 2013 კახეთი (გურჯაანის, დედოფლისწყაროს და ყვარლის მუნიციპალიტეტები)   თ. დვალი (ხელმძღვანელი)  
1-II 2015 კახეთი (თელავის მუნიციპალიტეტი)   თ. დვალი (ხელმძღვანელი)  
1-III 2019 კახეთი (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)   თ. დვალი (ხელმძღვანელი)  
1-IV 2021 კახეთი (ლაგოდეხის, სიღნაღის მუნიციპალიტეტები)   თ. დვალი (ხელმძღვანელი)  

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის მე–5 და მე–2 წიგნებისათვის რედაქციასთან თანამშრომლობდნენ და მასალები მოამზადეს:

  • ისტორიის ძეგლებზე: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო ინფორმაციისა და ძეგლთა ნუსხის განყოფილებამ.
  • არქეოლოგიის ძეგლებზე: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ო. ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის არქეოლოგიურ ძეგლთა ნუსხის განყოფილებამ.
  • არქიტექტურისა და მონუმენტური ხელოვნების ძეგლებზე: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის საქართველოს ძეგლთა აღწერილობის განყოფილებამ.

მიკროფიშების 8 ტომი

რედაქტირება

1971 წელს ინსტიტუტში შეიქმნა „ძეგლთა ნუსხის განყოფილება“ (1987 წლამდე მას ვახტანგ დოლიძე ხელმძღვანელობდა, 1987 წლიდან დღემდე — თამაზ დვალი,) რომელმაც 1990 წელს გამოსცა ძეგლთა აღწერილობის V ტომი, 2004 წელში — II ტომი, 2013-2021 წლებში — I ტომი ოთხ წიგნად. 1991 წლიდან ამ განყოფილების საფუძველზე შედგა ქართული ხუროთმოძღვრების მიკროფიშების ჯგუფი, რომელმაც აახენის ტექნიკური უმაღლესი სკოლის თანამშრომელ გუნდოლფ ბრუხჰაუსთან ერთად ჰოლანდიაში დასაბეჭდად გაამზადა მიკროფიშების 8 ტომი — „ქართული არქიტექტურა“,

სამეცნიერო-საცნობარო, ენციკლოპედიური ხასიათის კრებულის “Georgian Architecture”-ს (ინგლისურ ენაზე)[1], გამოსცემდა ნიდერლანდების სამეფოს საერთაშორისო დოკუმენტაციის კომპანია (IDH). კრებულში მასალა განთავსებულია ქვეყნის ისტორიული მხარეების მიხედვით, შემდეგი თანამიმდევრობით:

  • ტომი I, 1994 — შიდა ქართლი (ცენტრალური ნაწილი);
  • ტომი II, 1995 — შიდა ქართლის მთიანი ნაწილი, ხევსურეთი, ხევი, მთიულეთი, ფშავი, ერწო თიანეთი;
  • ტომი III, 1997 — კახეთი;
  • ტომი IV, 1999 — თუშეთი, ქვემო ქართლი;
  • ტომი V, 2001 — ქართლი/თრიალეთი, სამცხე, ჯავახეთი, თორი, თბილისი;
  • ტომი VI, 2004 — რაჭა, ლეჩხუმი, იმერეთი;
  • ტომი VII, 2007 — სვანეთი, სამეგრელო, გურია, აფხაზეთი, აჭარა;
  • ტომი VIII, 2010 — ტაო-კლარჯეთი.

კრებულის I ტომს 1995 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. კრებულში სულ წარმოდგენილია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კედლის მხატვრობის 2000-მდე ძეგლი, 46250 გვერდის მოცულობის ტექსტობრივი და საილუსტრაციო მასალის თანხლებით (ტექტობრივი მასალა: დაახლ 3000 გვ. 43 ათასზე მეტი ფოტო და გრაფიკული ილუსტრაცია) რვატომეული გამიზნულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო დაწესებულებების, უმაღლესი სასწავლებლებისა და ბიბლიოთეკებისათვის, რომლის საშუალებითაც ქართული კულტურის ისტორიით დაინტერესებულ საზოგადოებას შესაძლებლობა ეძლევა სრული ინფორმაცია მიიღოს საქართველოს შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრებისა და მონუმენტური კედლის მხატვრობის ძეგლების შესახებ. მთელი მასალა თავმოყრილია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში[2].

გამოცემის თარგი ვიკიპედიაში

რედაქტირება

ქართულ ვიკიპედიაში, გამოყენებულ ლიტერატურასა და სქოლიოებში, გამოიყენება სპეციალურად „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობისთვის“ შექმნილი თარგი — {{სძა}}.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-IV, თბ., 2021
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990
  • მეთოდური მითითებები : „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის“ მომზადებისათვის, თბ., 1971

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება