თამაზ დვალი

ქართველი არქიტექტორი, მეცნიერი (დ. 1949)

თამაზ პიმენის ძე დვალი (დ. 3 იანვარი, 1949, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი.

1971 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. იმავე წელს მუშაობდა დაიწყო გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში არქიტექტორად, 1976 წლიდან ამავე ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელია, ხოლო 1986 წლიდან 2006 წლამდე — ძეგლთა აღნუსხვის განყოფილების გამგე, 1987 წლიდან პარალელურად მუშაობს ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციაში. 1997 წლიდან „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის“ რედაქციის გამგეა.

დვალმა მიაკვლია, აზომა და შეისწავლა მრავალი ხუროთმოძღვრული ძეგლი. არის რამდენიმე ხუროთმოძღვრული ძეგლის რესტავრაციის პროექტის თანაავტორი, „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის" მე-2 წიგნის (თბ., 2004) რედკოლეგიის ხელმძღვანელი, გამოცემა „ქართული ხუროთმოძღვრების" (ძველი ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლთა დოკუმენტური ასახვა მიკროფილმებზე – 47000 ფოტოსურათით, ტ. 1–8, ლეიდენი, 1994–2011, ინგლ. ენაზე) მოთავე და ხელმძღვანელი. კრებულის I-მა ტომმა მიიღო საქართველოს სახელმწიფო პრემია (1996). სამეცნიერო გამოკვლევები მიუძღვნა ცხვარიჭამიას, ბენისის, ვაჩნაძიანის ტაძრებს და ა. შ.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ოშკი, თბ., 2009.
  • იშხანი, თბ., 2010.
  • ოთხთა ეკლესია, თბ., 2011.

ლიტერატურა

რედაქტირება