ნიკოდიმ კონდაკოვი
ნიკოდიმ პავლეს ძე კონდაკოვი (რუს. Никодим Павлович Кондаков; დ. 13 ნოემბერი, 1844, კურსკის გუბერნიის სოფ. ხალანი — გ. 17 თებერვალი, 1925, პრაღა, ჩეხოსლოვაკია) — რუსი ხელოვნების ისტორიკოსი. მუშაობდა უმთავრესად ბიზანტიური, ძველრუსული ხელოვნების ძეგლების შესწავლაზე. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1898), პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის წევრი (1893).
ნიკოდიმ კონდაკოვი | |
---|---|
![]() | |
დაბ. თარიღი | 1 (13) ნოემბერი, 1844[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | Russkaya Khalan |
გარდ. თარიღი | 17 თებერვალი, 1925[6] [1] [2] [3] [4] [5] (80 წლის) |
გარდ. ადგილი | პრაღა[6] [5] |
დასაფლავებულია | ოლშანკის სასაფლაო |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | ხელოვნების ისტორია, ბიზანტიოლოგია და ხელოვნებათმცოდნეობა |
მუშაობის ადგილი | ოდესის უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი, სოფიის უნივერსიტეტი და კარლის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი, მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ოდესის უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | დიმიტრი აინალოვი, Sergei Zhebelev, Michael Rostovtzeff, Iegor Redine და იაკობ ივანოვიჩ სმირნოვი |
სამეცნიერო ხარისხი | მეცნიერების დოქტორი |
ჯილდოები | წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი და წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი |
ბიოგრაფიარედაქტირება
1861-1865 წლებში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში, 1870-1917 წლებში ასწავლიდა ოდესის, ნოვოროსიის და პეტერბურგის უნივერსიტეტებში.
1989 წლის 1 აგვისტოს ჩამოსული იყო თბილისში, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა დ. ბაქრაძესთან ერთად საქართველოს სიძველეების მონახულება და მათი აღწერა[7]. ექსპედიცია 14 სექტემბერს დასრულდა, რომლის დროსაც მოინახულეს იმერეთი, გურია, სამეგრელო და რაჭა[8].
1920 წლიდან ცხოვრობდა საზღვარგარეთ. 1922 წლიდან ასწავლიდა პრაღის უნივერსიტეტში.
დაამუშავა ხელოვნების წარმოებათა შესწავლის იკონოგრაფიული მეთოდი, ანალიზი გაუკეთა ძეგლთა ტიპოლოგიურ თავისებურებებს, ახსნა ამ თავისებურებათა მიზეზები და მნიშვნელობა. სწავლობდა ქართულ ძეგლებს, აინტერესებდა მათი მიმართულება ბიზანტიურ კულტურასთან. ქართული ხელოვნების შესწავლა აიყვანა მაღალ მეცნიერულ დონეზე. მისი ნაშრომი „საქართველოს ზოგიერთ ტაძარსა და მონასტერში დაცული სიძველეთა ძეგლების აღწერილობა“ (დ. ბაქრაძის თანამშრომლობით) დღესაც ინარჩუნებს გარკვეულ მეცნიერულ ღირებულებას.
შრომებირედაქტირება
- Древняя архитектура Грузии, М., 1876;
- Иконогафия Богоматери, т. 1-2, СПб., 1914-1915;
- Опись памятников древности в некоторых храмах и монастырях Грузии, СПб., 1890.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 629.
- ჩუბინაშვილი გ., ნიკოდიმე კონდაკოვი (1844-1925). მისი სამეცნიერო მოღვაწეობის მიმოხილვა, „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე“, 1926, ტ. 6
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ნიკოდიმ კონდაკოვის ბიოგრაფია დაარქივებული 2010-03-27 საიტზე Wayback Machine.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
- ↑ 4.0 4.1 Cleminson O. Kondakov, Nikodim // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — ISBN 978-1-884446-05-4 — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T047272
- ↑ 5.0 5.1 5.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 6.0 6.1 Кондаков Никодим Павлович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ გაზ. „ივერია“ №161, 1889
- ↑ გაზ. „ივერია“ №194, 1889