13 ნოემბერი
თარიღი
13 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 317-ე დღე (ნაკიან წლებში – 318-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 48 დღე.
<< | ნოემბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
2024 |
დღის მოვლენები
რედაქტირება- 1002 : ინგლისის მეფე ეთერლედმა ქვეყანაში ყველა დანიელის მოკვლა ბრძანა, რაც დღეს წმინდა ბრაისის დღის ხოცვად მოიხსენიება.
- 1841 : ჯეიმზ ბრეიდი პირველად აკვირდება ცხოველთა მაგნეტიზმს, მოვლენა, რომელსაც ის მოგვიანებით ჰიპნოზს უწოდებს.
- 1851 : ამოქმედდა სატელეგრაფო ხაზი ლონდონსა და პარიზს შორის.
- 1864 : საბერძნეთმა ახალი კონსტიტუცია მიიღო.
- 1887 : სისხლიანი კვირის შეტაკებები ცენტრალურ ლონდონში.
- 1927 : ჰოლანდიის გვირაბი გაიხსნა მგზავრებისთვის, რითაც პირველი სატრანსპორტო ჰუძონსქვეშა გვირაბი გახდა ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკს შორის.
- 1950 : გენერალი კარლოს დელგადო შალბო მოკლეს კარაკასში, ვენესუელა.
- 1954 : ბრიტანეთმა საფრანგეთი დაამარცხა რაგბის ლიგის პირველ მსოფლიო ჩემპიონატში პარიზში 30000 მაყურებლის წინ.
- 1961 : ვლადიმირ სემიჩასნიმ ალექსანდრე შელეპინი შეცვალა კაგებეს ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
- 1971 : მარსის ირგვლივ ტრაექტორიის შემოწერით ამერიკული კოსმოსური ზონდი „მარინერ 9“ პირველი ხომალდი გახდა, რომელმაც სხვა პლანეტას შემოუფრინა.
- 1990 : უორლდ უაიდ უები (უუუ - WWW) პირველად ამოქმედდა.
- 1994 : შვედეთის ამომრჩევლებმა რეფერენდუმში ევროკავშირში გაწევრიანება გადაწყვიტეს.
- 2003 : ჩინეთის მთავრობამ ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის პროცესი დაიწყო.
- 2007 : ბათუმის რუსული სამხედრო ბაზა ოფიციალურად გადმოვიდა საქართველოს სრულ განკარგვაში
- 2010 : მიანმარის ხელისუფლებამ ოპოზიციის ლიდერი აუნ სან სუ ჩი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა.
- 2015 : პარიზში, ტერორისტული აქტების შედეგად, 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
- 2016 :
- იგორ დოდონი მოლდოვის პრეზიდენტად აირჩიეს.
- რუმენ რადევი ბულგარეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
- 2022 :
- ნატაშა პირც-მუსარი სლოვენიის პირველ ქალ პრეზიდენტად აირჩიეს.
- სტამბოლის თავისუფლების გამზირზე მომხდარი ტერაქტის შედეგად, დაიღუპა 6 და დაიჭრა 53 პირი.
ამ დღეს დაბადებულნი
რედაქტირება- 1312 : ედუარდ III — ინგლისის მეფე (1327—1377), რომლის ამბიციებმა საფრანგეთის მმართველობაზე გამოიწვია ასწლიანი ომი
- 1850 : რობერტ ლუის სტივენსონი — ინგლისელი მწერალი;
- 1885 : კესელრინგი, ალბერტ — გერმანელი სამხედრო მოღვაწე;
- 1955: ვუპი გოლდბერგი — ამერიკელი მსახიობი.
- 1974: კერი სეიდლარი — შვეიცარიელი მხატვარი და არქიტექტორი.
- 1992: მაქსიმ პოდჰოლიუზინი ― ესონელი ფეხბურთელი
- 1999: ლანდო ნორისი ― ბელგიელი-ბრიტანელი ავტომრბოლელი[1]
- 2002: ემა რადუკანუ ― ბრიტანელი ქალი ჩოგბურთელი[2]
ამ დღეს გარდაცვლილნი
რედაქტირება- 867: ნიკოლოზ I — რომის პაპი (დ. 820)
- 1868 : ჯოაკინო როსინი — იტალიელი კომპოზიტორი.
- 1903: კამილ პისარო — ფრანგი მხატვარი. (დ. 1830 )
- 1974: ვიტორიო დე სიკა — იტალიელი კინორეჟისორი და მსახიობი. (დ. 1901)
- 2009 : არმენ ტახტაჯიანი — საბჭოთა ბოტანიკოსი (დ. 1910)
- 2014 : კახა ბენდუქიძე - ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და ბიზნესმენი, საქველმოქმედო ორგანიზაცია „ცოდნის ფონდის“ დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
დღესასწაულები
რედაქტირება- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- 100 000 მოწამე თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი
- წმიდა მოციქულნი: სტაქოსი, ამპლია, ურბანოსი, ნარკისი, აპელი და არისტობულე- სამოცდაათთაგანნი
- წმინდა ეპიმაქო
- ღირსი მავრა
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასხვა თვეები:
- ↑ Lando Norris - Formula 1 Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-13. ციტირების თარიღი: 2021-11-13
- ↑ Emma Raducanu | Player Stats & More – WTA Official en. ციტირების თარიღი: 2021-09-10