ვიტორიო დე სიკა
ვიტორიო დე სიკა (დ. 7 ივლისი, 1901 — გ. 13 ნოემბერი, 1974) — იტალიელი ნეორეალისტი კინორეჟისორი და მსახიობი.
ვიტორიო დე სიკა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
7 ივლისი, 1901 სორა, იტალია |
გარდაცვალების თარიღი |
13 ნოემბერი, 1974 პარიზი |
საქმიანობა | კინორეჟისორი |
აქტიური | 1917-1974 |
ჯილდოები |
ოქროს პალმის რტო 1951 — სასწაული მილანში |
მის მიერ გადაღებული ოთხი ფილმი გახდა ოსკარის ლაურეატი: „ფეხსაცმელების მწმენდავი“ და „ველოსიპედების გამტაცებლები“ დაჯილდოვდა სპეციალური ოსკარით, ხოლო ფილმებმა „გუშინ, დღეს და ხვალ“ და „ფინცი-კონტინის ბაღი“ მოიპოვა ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის. როგორც მსახიობი, ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის მეორეხარისხოვან როლში, ფილმიდან „მშვიდობით, იარაღო!“ (1957).[1]
ბიოგრაფია
რედაქტირებავიტორიო დე სიკა დაიბადა 1901 7 ივლისს, სორაში (ლაციოს რეგიონი), რომთან, უკიდურესად ხელმოკლე ოჯახში. ბავშვობა გაატარა ნეაპოლში. 1918 სწორედ აქ შედგა მისი დებიუტი კინოში: ფილმში „Il processo Clemenceau“ მეორეხარისხოვანი როლი ითამაშა. 1932 წელს ითამაშა მარიო კამერინის ფილმში „Gli uomini, che mascalzoni!“, რომელიც ფინანსურად წარმატებული აღმოჩნდა, ვიტორიო დე სიკა კინოვარსკვლავად გადაიქცა.
თეატრალური მსახიობის კარიერა დაიწყო ადრეულ 1920-იანებში. 1923 წელს შეუერთდა ტატიანა პავლოვას თეატრალურ დასს. 1933 წელს საკუთარ სამსახიობო კომპანიას ქმნის მეუღლე ჯუდიტა რისონესა და სერჯიო ტოფანოსთან ერთად. დასი ძირითადად მსუბუქ კომედიებს თამაშობდა, თუმცა გარკვეული პერიოდი ისინი ასევე მუშაობდნენ სახელგანთქმულ რეჟისორთან ლუკინო ვისკონტისთან.
მისი შეხვედრა ჩეზარე ძავატინისთან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო: მათ ერთად დაწერეს რამდენიმე შემდგომში ყველაზე განთქმული ნეორეალისტური ხანის ფილმების სცენარები, მათ შორის „ფეხსაცმლის მწმენდავი“ (Sciuscià, 1946) და „ველოსიპედების გამტაცებლები“ (Ladri di biciclette, 1948). პუბლიკამ ყველაზე უკეთ მიიღო მისი „ჩოჩარა“ (La Ciociara, 1961): სოფია ლორენმა ამ ფილმში მთავარი როლისთვის ოსკარი დაიმსახურა და კრიტიკოსები მას საყოველთაოდ კლასიკად აღიარებენ.
გარდაიცვალა პარიზში 1974 წლის 13 ნოემბერს.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1948 - ველოსიპედების გამტაცებლები (Ladri di biciclette)
- 1951 - სასწაული მილანში (Miracolo a Milano)
- 1952 - უმბერტო დ. (Umberto D.)
- 1954 - ნეაპოლის ოქრო (L'oro di Napoli)
- 1961 - ჩოჩარა (La Ciociara)
- 1963 - გუშინ, დღეს, ხვალ (Ieri, oggi e domani)
- 1964 - ქორწინება იტალიურად (Matrimonio all'italiana)
- 1966 - ნადირობა მელიაზე (Caccia alla volpe)
- 1970 - ფინცი-კონტინის ბაღი (Il Giardino dei Finzi-Contini)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიტორიო დე სიკა — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- Biography of Vittorio De Sica. italica.rai.it (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Awards for 1958. imdb