ჩოჩარა (ფილმი)
ჩოჩარა (იტალ. La ciociara) — ვიტორიო დე სიკას 1960 წლის ფილმი. ცნობილია „ორი ქალის“ სახელწოდებითაც. ფილმი დაფუძნებულია ალბერტო მორავიას ამავე სახელწოდების მოთხრობაზე. ფილმი ეხება ცენტრალური იტალიის პროვინცია ჩოჩარაში მცხოვრებ ქალს, რომელსაც სურს, მეორე მსოფლიო ომის საშინელებებისგან დაიცვას თავისი მცირეწლოვანი შვილი.
„ჩოჩარა“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ვიტორიო დე სიკა |
პროდიუსერი | კარლო პონტი |
სცენარის ავტორი | ჩეზარე ძავატინი |
ნაწარმოები | ალბერტო მორავია |
როლებში | სოფი ლორენი, ჟან-პოლ ბელმონდო |
გამოსვლის თარიღი | 22 დეკემბერი, 1960 |
ხანგრძლივობა | 100 წუთი |
ქვეყანა | იტალია |
ენა | იტალიური, გერმანული |
როლებში
რედაქტირება- სოფი ლორენი — ჩეზირა
- ჟან-პოლ ბელმონდო — მიკელე
- ელეონორა ბრაუნი — როზეტა
- კარლო ნინჩი — ფილიპო
- ემა ბერონი — მარია
- რაფ ვალონე — ჯოვანი
ჯილდოები
რედაქტირებამთავარი როლის შემსრულებელმა, სოფი ლორენმა, მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის, ბაფტა საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მთავარ როლში და კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „ჩოჩარა (ფილმი)“ — უფასო გადმოწერა ხელმისაწვდომია Internet Archive-დან