სოფი ლორენი
სოფი ლორენი (ინგლ. Sophia Loren; დ. 20 სექტემბერი, 1934) — იტალიელი თეატრის და კინოს მსახიობი, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს - ოსკარის მფლობელი, საყოველთაოდ აღიარებული როგორც იტალიური კინოს საუკეთესო მსახიობი.
სოფი ლორენი | |
---|---|
დაბადების სახელი | სოფია ვილანი შიკოლონე |
დაბადების თარიღი |
20 სექტემბერი, 1934 რომი, იტალია |
სხვა სახელები |
სოფია ლაძარო სოფია შიკოლონე |
აქტიური | 1950–დღემდე |
მეუღლე(ები) | კარლო პონტი (1957-1962, 1966-2007) |
მშობლები |
მამა: რიკარდო შიკოლონე რომილდა ვილანი |
ოსკარი |
საუკეთესო მსახიობი ქალი |
ოქროს გლობუსი | 1995 — Lifetime Achievement |
BAFTA | 1961 — ჩოჩარა |
სხვა ჯილდოები |
კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის |
საიტი | ოფიციალური საიტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაცხოვრების ადრეული წლები
რედაქტირებაჩვილობაში სოფიას ლაქტოზისადმი არატოლერანტობა ჩამოუყალიბდა, რის გამოც ვერც მშობლის და ვერც ძროხის რძეს ირგებდა. ბავშვი უკიდურესად გამხდარი იყო და მისი გადარჩენა სათუოდ მიაჩნდათ. დედა სოფიას მარტო ზრდიდა, მიუხედავად იმისა, რომ მამამისის, რიკარდოს, დაბრუნების იმედს არ ჰკარგავდა. თუმცა მამისგან სოფიას მხოლოდ გვარი ერგო — შიკოლონე.
სიკვდილს გადარჩენილი გოგონა 13 წლამდე უკიდურესად გამხდარი იყო, იმდენად, რომ თანაკლასელი ბიჭები მეტსახელად „კბილის საჩიჩქნ ჯოხს“ ეძახდნენ. თუმცა ყველას გასაკვირად სოფია ორ წელიწადში შეივსო და დამშვენდა.
სოფიას წარმატება პროვინციული სილამაზის კონკურსით დაიწყო. დედამისმა ქუჩაში ნანახ განცხადებაზე „გინდა გახდე „ზღვის პრინცესა?“ მიიღე მონაწილეობა კონკურსში!“ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ურჩია. ამ კონკურსისთვის სოფიას დედამ კაბა ფარდებისგან შეუკერა. "კონკურსის ფინალში ერთ–ერთ მშვენიერებათაგანს ვარდისფერი ფარდისგან შეკებილი კაბა ეცვა და კეფლის საღებავით სახელდახელოდ თეთრად შეღებილი ფეხსაცმელი. შესანიშნავი გოგონაა. ჟიურიმ მეორე ადგილი მიაკუთვნა"[1].
კარიერა
რედაქტირება1950–იანი წლების დასასრულს, ლორენს წარმატებული დებიუტი ჰქონდა ჰოლივუდში, როდესაც მან ითამაშა 1957 წლის ფილმებში „ბიჭი დელფინზე“ და „სიამაყე და ვნება“, სადაც იგი თამაშობდა კერი გრანტთან და ფრენკ სინატრასთან ერთად. ლორენს და გრანტს ჰქონდათ რომანი, რომელიც ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ რომანადაა მიჩნეული.
საერთაშორისო წარმატება
რედაქტირებაParamount Pictures–სთან კონტრაქტის შემდეგ, ლორენი საერთაშორისო მასშტაბის ვარსკვლავი გახდა. ამ დროისთვის მან მონაწილეობა მიიღო ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: „სურვილი თელების ქვეშ“ ენტონი პერკინსთან ერთად; „მცურავი სახლი“, რომანტიკული კომედია კერი გრანტთან ერთად; ჯორჯ კიუკორის ფილმში „ჰელერი ვიწრო ვარდისფერ სამოსში“, სადაც იგი პირველად გამოჩნდა ქერა თმებში (პარიკით).
1960 წელს, ლორენმა ითამაშა ვიტორიო დე სიკას წარმატებულ ფილმში „ჩოჩარა“, რომელმაც უამრავი ჯილდო მიიღო, მათ შორის კანის, ვენეციის და ბერლინის კინოფესტივალებზე. ლორენმა განსახიერებული როლისთვის ოსკარის ჯილდო მიიღო , კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი ქალი. ეს იყო აკადემიის პირველი ჯილდო არაინგლისურენოვანი შესრულებისთვის. თავდაპირველად, ფილმში ლორენის დედა უნდა ყოფილიყო მსახიობი ანა მანიანი, მაგრამ მან დაიწუნა ლორენი გარეგნობით, და მოითხოვა, რომ არა თვითონ, არამედ ლორენი ყოფილიყო მისი დედა. ვიტორიო დე სიკამ ძლივს დაიყოლია და საბოლოოდ ლორენმა ითამაშა დედის როლი, რაც მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა.
1960–იანი წლების განმავლობაში, ლორენი გახდა ყველაზე პოპულარული ქალი მსოფლიოში, და იგი აგრძელებდა ფილმებში როლების მიღებას ამერიკასა და ევროპაში. 1964 წელს, მან მიაღწია კარიერის ზენიტს, როდესაც მიიღო1 მილიონი აშშ დოლარი მთავარი როლისთვის ფილმში „რომის იმპერიის დაცემა“
ლორენის ყველაზე ცნობილი ფილმებია ამ პერიოდიდან: „მილიონერი ქალი“ (1960) პიტერ სელერსთან ერთად, „ეს დაიწყო ნეაპოლში“ (1960) კლარკ გეიბლთან ერთად, ვიტორიო დე სიკას ფილმი გუშინ, დღეს, ხვალ (1963) მარჩელო მასტროიანისთან ერთად, პიტერ უსტინოვის „ლედი ლ'“ (1965) პოლ ნიუმენთან ერთად, 1966 წლის კლასიკაში „არაბესკა“ გრეგორი პეკთან ერთად, და ჩარლი ჩაპლინის ფინალურ ფილმში გრაფინია ჰონგ კონგიდან (1967) მარლონ ბრანდოსთან ერთად.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1951 | ფ | ვიდრე ჰხვალ? | Quo Vadis | ლიგიას მონა |
1951 | ფ | ანა | Anna | ღამის კლუბის ასისტენტი |
1953 | ფ | ორი ღამე კლეოპატრასთან | Two Nights with Cleopatra | კლეოპატრა |
1953 | ფ | აიდა | Aida | აიდა |
1954 | ფ | ნეაპოლის ოქრო | The Gold of Naples | სოფია |
1954 | ფ | ატილა | Attila | ჰონორია |
1958 | ფ | გასაღები | The Key | სტელა |
1985 | ფ | შავი ორქიდეა | The Black Orchid | როსე ბიანკო |
1960 | ფ | ჩოჩარა | Two Women | ჩეზირა |
1961 | ფ | ელ სიდი | El Cid | ჩიმენა |
1962 | ფ | ბოკაჩო 70 | Boccaccio '70 | ზოი |
1962 | ფ | ალტონას ტყვეები | I sequestrati di Altona | იოჰანა |
1963 | ფ | გუშინ, დღეს, ხვალ | Yesterday, Today and Tomorrow | ადელინა / ანა / მარა |
1964 | ფ | რომის იმპერიის დაცემა | The Fall of the Roman Empire | ლუსილა |
1964 | ფ | ქორწინება იტალიურად | Marriage Italian-Style | ფილუმენა მარტურანო |
1964 | ფ | ლედი ლ | Lady L | ლედი ლუიზ ლენდეილი |
1966 | ფ | ჯუდითი | Judith | ჯუდითი |
1966 | ფ | არაბესკა | Arabesque | იასმინ აზირი |
1967 | ფ | გრაფინია ჰონგ-კონგიდან | A Countess from Hong Kong | ნატაშა |
1974 | ფ | ვერდიქტი | Verdict | ტერესა ლეონი |
1974 | ტფ | მოკლე შეხვედრა | Brief Encounter | ანა ჯესონი |
1976 | ფ | კასანდრას გზაჯვარედინი | The Cassandra Crossing | ჯენიფერ ჩემბერლენი |
1978 | ფ | ანჯელა | Angela | ანჯელა კინკეიდი |
1984 | ტფ | ავრორა | Aurora | ავრორა |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სოფი ლორენი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- (ინგლისური) სოფი ლორენი დაარქივებული 2007-10-11 საიტზე Wayback Machine. – ოფიციალური საიტი
- (ინგლისური) სოფი ლორენი დაარქივებული 2007-10-14 საიტზე Wayback Machine. – TCM–ს მონაცემთა ბაზაში
- (ინგლისური) სოფი ლორენი დაარქივებული 2008-06-29 საიტზე Wayback Machine. – TV.com–ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ცხოვრების ადრეული წლები & პირადი ცხოვრება – ჟურნალი "ბომონდი". 2008, აპრილი