ელდრედ გრეგორი პეკი (ინგლ. Eldred Gregory Peck დ. 5 აპრილი, 1916, ლა-ჯოლა, კალიფორნია – გ. 12 ივნისი, 2003, ლოს-ანჯელესი) — ამერიკელი კინომსახიობი.

გრეგორი პეკი
დაბადების სახელი ელდრედ გრეგორი პეკი
დაბადების თარიღი 5 აპრილი, 1916
ლა-ჯოლა, აშშ
გარდაცვალების თარიღი 12 ივნისი, 2003
ლოს-ანჯელესი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1942-2000
ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცი
1962 — ნუ მოკლავ ჯაფარას
ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში
1946 — ნუკრი
1962 — ნუ მოკლავ ჯაფარას

სწავლობდა ნიუ-იორკის დრამის სკოლაში, სანფორდ მაისნერთან. კარიერა დაიწყო სცენაზე; მონაწილეობა აქვს მიღებული 50-მდე სპექტაკლსა და ბროდვეის 3 წარმოდგენაში. კინოში პირველი წარმატება წილად ხვდა ჯონ მალკოლმ სტალის ფილმში „სამეფოს გასაღები“ (1944), რომელმაც ოსკარის პირველი ნომინაცია მოუპოვა. მოგვიანებით ითამაშა სხვა წარმატებულ ფილმებში, როგორებიცაა „გადაწყვეტილების ველი“ (1944), ალფრედ ჰიჩკოკის „მონუსხული“ (1945), საოჯახო ფილმი „ნუკრი“ (1946), „პარადაინის საქმე“ (1947), „დიდი ცოდვილი“ (1947). მსოფლიო აღიარება მოიპოვა 1950-იან და 1960-იან წლებში ისეთი ფილმებით, როგორებიცაა „კაპიტანი ჰორაციო ჰორნბლოუერი“ (1951), ბიბლური დრამა „დავითი და ბერსაბე“ (1951). ავა გარდნერთან ერთად ითამაშა ფილმში „კილიმანჯაროს თოვლიანი მთა“ (1952), ხოლო ოდრი ჰეპბერნთან ერთად „რომაული არდადეგებში“ (1953).

1962 წელს გადაღებულ ფილმში „ნუ მოკლავ ჯაფარას“ შესრულებული ატიკუს ფინჩის როლისთვის მოიპოვა ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ელდრედ გრეგორი პეკი დაიბადა 1916 წლის 5 აპრილს, კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში,[1][2] ქიმიკოსი და ფარმაცევტის, გრეგორი პერლ პეკისა (1886-1962) და მისი მეუღლის, ბერნის მეი პეკის (1894-1992) კათოლიკურ ოჯახში. მამა ინგლისური (მამის მხრიდან) და ირლანდიური (დედის მხრიდან) წარმოშობის,[3][4] ხოლო დედა — ინგლისური და შოტლანდიური წარმოშობის იყო.[5]

5 წლის ასაკში, მისი მშობლები გაიყარნენ, ხოლო მისი აღზრდა ბებიამ (დედის დედა) ითავა. ბებიას პატარა გრეგორი ყოველ კვირა კინოში დაჰყავდა.[6][7] 10 წლის ასაკში გაგზავნეს კათოლიკურ სამხედრო სასწავლებელში ლოს-ანჯელესში. სწავლის დროს გარდაეცვალა ბებია. 14 წლის ასაკში დაბრუნდა სან-დიეგოში და მამასთან დაიწყო ცხხოვრება. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1934 წელს, ჩაირიცხა სან-დიეგოს შტატის კოლეჯში. აქ სწავლის დროს პირველად მიიღო მონაწილეობა თეატრალურ წარმოდგენაში.[8] მას ექიმობა უნდა, ამიტომ ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში გადავიდა მედიცინის შესასწავლად.[9] 1.91 მეტრი სიმაღლის გრეგორი ირიცხებოდა უნივერსიტეტის ნიჩბოსანთა გუნდში. მიუხედავად იმისა, რომ მისი სწავლის ღირებულება წელიწადში მხოლოდ 26 დოლარს შეადგენდა, გადახდა უჭირდა და ერთ-ერთი ორგანიზაციის სამზარეულში დამხმარედ მუშაობდა საჭმლის სანაცვლოდ.[10]

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1945 ზეციური სამეფოს გასაღები The Keys of the Kingdom მამა ფრანსისი
1945 მონუსხული Spellbound ჯონ ბალანტაინი
1946 ნუკრი The Yearling ეზრა ბაქსტერი
1947 პარადაინის საქმე The Paradine Case ენტონი კინი
1947 დიდი ცოდვილი The Great Sinner ფედია
1947 ჯენტლმენების შეთანხმება Gentleman's Agreement ფილიპ გრინი
1949 ვერტიკალური აფრენა Twelve O'Clock High გენერალი სავაჯი
1953 რომაული არდადეგები Roman Holiday ჯო ბრედლი
1956 მობი დიკი Moby Dick კაპიტანი აჰაბი
1958 დიდი ქვეყანა The Big Country ჯეიმზ მაკ-კი
1962 შიში კონცხი Cape Fear სემ ბოუდენი
1962 ნუ მოკლავ ჯაფარას To Kill a Mockingbird ატიკუს ფინჩი
1963 კაპიტანი ნიუმენი Captain Newman, M.D კაპიტანი ნიუმენი
1966 არაბესკა Arabesque პროფესორი დევიდ პოლოკი
1969 მაკენას ოქრო Mackenna's Gold მაკენა
1977 მაკართური MacArthur დაგლას მაკართური
1978 ბიჭები ბრაზილიიდან The Boys from Brazil ჯოზეფ მენგელე
1991 შიში კონცხი Cape Fear ლი ჰილერი
1998 მობი დიკი Moby Dick მამა მაპლი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  1. How to Get to La Jolla Cove | La Jolla Cove Directions (September 14, 2017). ციტირების თარიღი: June 14, 2021
  2. Gregory Peck obituary en (June 14, 2003). ციტირების თარიღი: June 14, 2021
  3. Freedland 1980, p. 10.
  4. United States Census records for La Jolla, California 1910
  5. United States Census records for St. Louis, Missouri – 1860, 1870, 1880, 1900, 1910
  6. Bergan, Ronald (June 13, 2003). „Gregory Peck obituary“. The Guardian. ციტირების თარიღი: October 19, 2018.
  7. Freedland 1980, pp. 12–18.
  8. Fishgall 2002, pp. 36–37.
  9. Thomas, Tony. Gregory Peck. Pyramid Publications, 1977, p. 16
  10. 02.21.96 - >'Just One of the Guys'. ციტირების თარიღი: September 16, 2020