ნუკრი (ინგლ. The Yearling) — 1946 წლის საოჯახო ფილმი . გადაღებულია Technicolor-ის მეთოდით. ფილმი. დაფუძნებულია ამავე სახელწოდების რომანზე.

„ნუკრი“

კადრი ტრეილერიდან
დამდგმელი რეჟისორი ჩარლზ ბრაუნი
პროდიუსერი სიდნი ფრანკლინი
სცენარის ავტორი პოლ ოსბორნი
ნაწარმოები ნუკრი
— მარჯორი კინენ როულინგსი
როლებში გრეგორი პეკი
ჯეინ ვაიმანი
კომპოზიტორი ფრედერიკ დელიუსი
მუსიკა ჰერბერტ სტოტჰარტი
ოპერატორი არტურ არლინგი, ჩარლზ როშერი, ლეონარდ სმითი
მონტაჟი ჰაროლდ კრესი
მხატვარი სედრიკ გიბონსი, პოლ გროსე
დისტრიბუტორი Metro-Goldwyn-Mayer
გამოსვლის თარიღი 18 დეკემბერი, 1946
ხანგრძლივობა 128 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $3 883 000
შემოსავალი $7 599 000

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ამერიკის სამოქალაქო ომის შემდეგ ეზრა ბაქსტერი აშენებს სახლს ფლორიდაში. მას ჰყავს მეუღლე ორი და 11 წლის შვილი ჯოდი. ჯოდი ცნობისმოყვარე ბიჭია და მთელ დროს ტყეში ატარებს, ცხოველებს აკვირდება. ის მშობლებს ყოველდღე სთხოვს ნებართვას, რომ რომელიმე ნადირი სახლში მიიყვანოს და მოიშინაუროს. დედა, რომელმაც უკვე სამი შვილი დამარხა, ბიჭს ამის ნებას არ რთავს. ერთხელ, ნადირობისას ეზრას გველი უკბენს. ის იძულებულია, ფურირემი მოკლას, რათა მისი გულ-ღვიძლი იარაზე მიიდოს და გადარჩეს. ფურირემს პატარა ნუკრი დარჩება, რომელსაც აუცილებლად დაღუპვა ელის. მამა ნებას რთავს ჯოდის, რომ ნუკრი სახლში მიიყვანოს. ორა ეთანხმება ეზრას გადაწყვეტილებას. გაივლის ერთი წელი და აღმოჩნდება, რომ რთულია ცხოველის ყოლა შინაურ პირობებში.

როლებში რედაქტირება

გადაღება რედაქტირება

ფილმის გადაღებისთვის მოსამზადებელი სამუშოები 1941 წელს დაიწყო, მაგრამ ამერიკის მეორე მსოფლიო ომში ჩართვის გამო დაფინანსება შეჩერდა და აღდგა მხოლოდ 1945 წელს. გადაღებები ათ თვეს გრძელდებოდა. მასში მონაწილეობდა 158 შველი, 9 მურა დათვი, 37 ძაღლი, 53 გარეული ფრინველი, 1 ბუ, 83 წიწილა, 36 ღორი, 8 გველი, 18 ციყვი, 4 ცხენი და 17 ენოტი.

ჯილდოები რედაქტირება

ოსკარი

  1. საუკეთესო ოპერატორი: ჩარლზ როშერი, ლეონარდ სმითი, არტურ არლინგი
  2. საუკეთესო მხატვრული გაფორმება: სედრიკ გიბონსი, პოლ გროსე, ედვინ უილისი

ოქროს გლობუსი

  1. საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში: გრეგორი პეკი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: