ენოტი, ჩვეულებრივი ენოტი (ლათ. Procyon lotor) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ენოტისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში (მექსიკა, აშშ). მისი სხეულის სიგრძეა დაახლოებით 75 სმ, კუდისა — 25 სმ-მდე. ბეწვი ხშირია, ფერად მოყვითალო-რუხი, შავი მინარევებით; კუდზე შავ-მურა რგოლებია. სხეულის აგებულება მკვრივია, თავი ფართო, დინგი მოკლე, ყურები მომრგვალებული, თვალები კი მსხვილი და ერთმანეთთან დაახლოებულია. ბინადრობს ტყეებში, აქტიურია ღამით; დღის საათებს ბუნაგში ატარებს, რომელსაც ხის ფუღუროში აკეთებს, იშვიათად კლდეებში. ზამთრობით ძილს ეძლევა. იკვებება სხვადასხვანაირი ცხოველური და მცენარეული საკვებით. ჭამის წინ, ზოგჯერ საკვებს წყალში ავლებს. ხურაობს იანვარ–თებერვალში, მაკეობა 9 კვირა გრძელდება. ძვირფასი ბეწვეულის მქონე ცხოველია.

ენოტი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  ენოტისებრნი
გვარი:  ენოტი
სახეობა:  ენოტი
ლათინური სახელი
Procyon lotor (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 41686

აკლიმატიზირებულია მრავალ ადგილას. ზოგჯერ გვხვდება საქართველოშიც, კერძოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 160.