ენოტი (გვარი)
ენოტი (ლათ. Procyon) — მტაცებელ ძუძუმწოვართა გვარი ენოტისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 3 ან 4 სახეობას და მათ ქვესახეობებს. მათი სხეულის სიგრძეა 50–100 სმ, კუდისა — 20–41 სმ, იწონიან 4,6–15,9 კგ-ს. როგორც წესი, მამალი დედალზე დიდი ზომისაა.[1] ბუნებაში შესაძლებელია 16 წლამდე იცოცხლოს, მაგრამ ჩვეულებრივ ბევრად ნაკლებს ცოცხლობენ. სიკვდილიანობის მთავარი მიზეზებია ადამიანი (ნადირობა, ხაფანგების დაგება, მანქანები) და შიმშილობა.[2]
ენოტი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Procyon (Storr, 1780) | |||||||||||||
|
ერთ-ერთი სახეობა, ჩვეულებრივი ენოტი ზოგჯერ საქართველოშიც (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) გვხვდება.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ენოტი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Raccoon facts
- ↑ ADW: Procyon lotor: Information
- ↑ ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 160.