ენოტისებრი (ლათ. Procyonidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი მტაცებლების რიგისა. პატარა, ხუთთითიანი, თათითმავალი ცხოველებია. აქვთ ხშირი ბალანი, მოკლე ფეხები, გრძელი კუდი. ცნობილია 7 გვარი; აღმოსავლეთ ნახევარსფეროში გვხვდება წითელი პანდა და ბამბუკის დათვი, დანარჩენი დასავლეთ ნახევარსფეროში ბინადრობს. მ. შ. აღსანიშნავია ცხვირა დათვი, ენოტი და სხვა. საყურადღებოა ენოტი (ლათ. Procyon lotor), რომელიც გავრცელებულია მექსიკასა და აშშ-ში. ცხოვრობს ტყეში. იკვებება ნაირგვარი ცხოველებით (მეტწილად თევზითა და ბაყაყით) და მცენარეებით. მძუნაობს იანვარ-თებერვალში. მაკეობა გრძელდება 63 დღე. აქვს ძვირფასი ბეწვი, რის გამოც აკლიმატიზებულია ბელარუსში, ყირგიზეთში და აზერბაიჯანში. ზოგჯერ შემოდის საქართველოს ფარგლებშიც. კერძოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ენოტისებრნი

ენოტი (Procyon lotor)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Procyonidae (Gray, 1825)
გვარები

ლიტერატურა

რედაქტირება