ენოტი (გვარი)

(გადამისამართდა გვერდიდან Procyon)

ენოტი (ლათ. Procyon) — მტაცებელ ძუძუმწოვართა გვარი ენოტისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 3 ან 4 სახეობას და მათ ქვესახეობებს. მათი სხეულის სიგრძეა 50–100 სმ, კუდისა — 20–41 სმ, იწონიან 4,6–15,9 კგ-ს. როგორც წესი, მამალი დედალზე დიდი ზომისაა.[1] ბუნებაში შესაძლებელია 16 წლამდე იცოცხლოს, მაგრამ ჩვეულებრივ ბევრად ნაკლებს ცოცხლობენ. სიკვდილიანობის მთავარი მიზეზებია ადამიანი (ნადირობა, ხაფანგების დაგება, მანქანები) და შიმშილობა.[2]

ენოტი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  ენოტისებრნი
გვარი:  ენოტი
ლათინური სახელი
Procyon (Storr, 1780)

ერთ-ერთი სახეობა, ჩვეულებრივი ენოტი ზოგჯერ საქართველოშიც (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) გვხვდება.[3]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Raccoon facts
  2. ADW: Procyon lotor: Information
  3. ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 160.