ძაღლი
ძაღლი (ლათ. Canis) — ძუძუმწოვრების გვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 50-160 სმ, კუდისა — 20-50 სმ, მასა 6-80 კგ აღწევს. აქვთ რამდენადმე წაწვეტებული დინგი, დაცქვეტილი ყურები, მსხვილი და მძლავრი ეშვები. იკვებებიან ცხოველებით, ზოგი ჭამს მძორს, ბოსტნეულს, ხილს, ყურძენს და სხვა. მრავლდებიან წელიწადში ერთხელ. შობენ 1-19 უსუსურ ლეკვს.
ძაღლი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
რუხი მგელი | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Canis | |||||||||||||
ჯიშები | |||||||||||||
| |||||||||||||
|
გავრცელებული არიან ყველგან გარდა ანტარქტიდისა, ახალი ზელანდიისა, მადაგასკარისა, სულავესისა და სხვა ოკეანური კუნძულისა. გვარში ცხრა სახეობაა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 2 (მგელი და ტურა). ძაღლის გვარს მიეკუთვნება შინაური ძაღლი (C. familiaris), რომლის წინაპარია მგელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 264.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: