ეთიოპიური მგელი (ლათ. Canis simensis) — ძუძუმწოვარი ცხოველი ძაღლისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 100 სმ აღწევს, კუდისა — 25-33 სმ. სიმაღლე მინდაოში 50-60 სმ. წონა დაახლოებით 20 კგ-მდე. ლიტერატურაში უწოდებენ აგრეთვე ეთიოპიურ ტურას. აქვს გრძელი ფეხები და გრძელი დინგი. მუქი წითური ფერისაა, ყელი ღია (ხშირად თეთრი), ხოლო ყურების უკანა და კუდის ზედა ნაწილი მოშავო შეფერილობისაა. დინგზე თეთრი კოპლები აქვს. ბინადრობს ეთიოპიის მთიანეთში, ზღვის დონიდან 3000-4500 მ სიმაღლეზე. ზომითა და აგებულებით წააგავს კოიოტს, თუმცა მისგან განსხვავდება გრძელი და ვიწრო თავის ქალითა და წითელი და თეთრი ბეწვით. ენდემური ფორმაა. ძაღლისებრთა ოჯახის იშვიათი წარმომადგენელია.

ეთიოპიური მგელი

ეთიოპიური მგელი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  ძაღლისებრნი
გვარი:  ძაღლი
სახეობა:  ეთიოპიური მგელი
ლათინური სახელი
Canis simensis
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 3748
გავრცელება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: