საფრთხეში მყოფი სახეობები
საფრთხეში მყოფი სახეობები — ბიოლოგიური სახეობები, რომლებიც კრიტიკულად მცირე რაოდენობის ან განსაზღვრული გარემო ფაქტორების ზემოქმედების გამო გადაშენებას ექვემდებარებიან. საფრთხეში მყოფი სახეობა ჩვეულებრივ ტაქსონომიური სახეობაა, აგრეთვე შეიძლება იყოს სხვა ევოლუციურად ღირებული ერთეული, მაგალითად ქვესახეობა. საფრთხეში მყოფი სახეობები შეიძლება იყოს ცხოველები და მცენარეები. ამჟამად მთელ მსოფლიოში საფრთხეშია ცხოველთა დაახლოებით 1000 და მცენარეთა 20000 სახეობა.