ძაღლისებრნი
ძაღლისებრნი (ლათ. Canidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი მტაცებელების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 40 (ფენეკი) — 160 სმ (მგელი), შესაბამისად მასა 2-80 კგ აღწევს. აქვთ მეტნაკლებად წაწვეტებული დინგი, დაცქვეტილი ყურები, გრძელი და ფუნთუშა კუდი, მეტნაწილად რბილი და ფუნთუშა ბალანი, წინა თათებზე 5-5 (გამონაკლისია აფთრისებრი ძაღლი, რომელსაც 4-4 თითი აქვს), ხოლო უკანაზე — 4-4 თითი, მაგარი და რბილი ბრჭყალები. ცნობილია 15-მდე გვარი. საქართველოში გვხვდება 4 სახეობა: მგელი, მელა, ტურა და ენოტისებრი ძაღლი (აკლიმატიზებულია).
ძაღლისებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
კოიოტი (Canis latrans) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Canidae | ||||||||||||
გვარი | ||||||||||||
| ||||||||||||
|
გავრცელებული არიან ყველგან გარდა ანტარქტიდისა, ახალი ზელანდიისა, მადაგასკარისა, სულავესისა და ზოგიერთი სხვა ოკეანური კუნძულისა. იკვებებიან ცხოველებით (ზოგი მცენარეულობითაც). მრავლდებიან წელიწადში ერთხელ. შობენ 1-1 უსუსურ ლეკვს. ძაღლისებრთა უმრავლესობას ძვირფასი ბეწვი აქვს. ბევრ მათგანს სარგებლობა მოაქვს თაგვისებრი მღრღნელების განადგურებით. ზოგიერთი (მგელი და სხვ.) ზიანს აყენებს სახალხო მეურნეობას შინაური ცხოველების განადგურებით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 265.