თაგვისებრნი (ლათ. Muridae) — ძუძუმწოვართა ოჯახი მღრღნელების რიგისა. აქვთ 5-50 სმ სიგრძის სხეული. გავრცელებული არიან ყველგან, უმრავლესობა ბინადრობს ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეებში. ამერიკაში ადამიანმა შეიყვანა. ზოგი სინანთროპული ცხოველია (სახლის თაგვი, ზოგიერთი ვირთაგვა). აქტიურნი არიან ღამით, უმრავლესობა ცხოვრობს მარტივ სოროში. სამოსახლო ადგილებში მრავლდებიან მთელი წლის განმავლობაში, მაკეობის ხანგრძლივობა 18-25 დღე; შობენ 2-10 წრუწუნას. სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ 1,5-3 თვისა. იკვებებიან მცენარეებით, ზოგჯერ ცხოველებითაც. თაგვისებრთა უმრავლესობა ზიანი მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის. ზოგიერთს ადამიანისა და შინაურ ცხოველთა ინფექციური და ინვაზიური დაავადებანი გადააქვს. ბრძოლის ღონისძიებანი:მექანიკური, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური საშუალებები.

ვირთაგვა
სახლის თაგვი (Mus musculus)
სახლის თაგვი (Mus musculus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Muridae

ლიტერატურა

რედაქტირება