სულავესი (ინდონ. Sulawesi) — ფართობის მხრივ მესამე კუნძული ინდონეზიაში. სულავესი შედის ზონდის კუნძულების შემადგენლობაში, მოქცეულია ბორნეოსა და მოლუკის კუნძულებს შორის. 2005 წლის მონაცემებით, სულავესიზე ცხოვრობს 16 მილიონი ადამიანი, მთელი ქვეყნის მოსახლეობის 7,25 %. კუნძულის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მაკასარი. ყველაზე მეტად გავრცელებული რელიგიაა ისლამი.

სულავესი
მშობ. სახელი: ინდონ. Sulawesi

სულავესის ტოპოგრაფიული რუკა
გეოგრაფია
კოორდინატები 02° ს. გ. 121° ა. გ. / 2° ს. გ. 121° ა. გ. / -2; 121
ფართობი 174 600 კმ²
უმაღლესი წერტილი 3478 მ
რანტემარიო
უდიდესი ქალაქი მაკასარი
დემოგრაფია
მოსახლეობა 16 მილიონი (2005)
სიმჭიდროვე 91 /კმ²

სულავესის ფართობი შეადგენს 174 600 კმ²-ს, მას მსოფლიოს კუნძულებს შორის მეთერთმეტე ადგილი უკავია. კუნძული იყოფა ექვს პროვინციად. დასავლეთი სულავესი ყველაზე ახალი პროვინციაა, რომელიც შეიქმნა 2004 წელს. ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია სამხრეთით მდებარე ქალაქი მაკასარი და უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე მანადო.

გეოგრაფია

რედაქტირება

კუნძული მდიდარია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით, აქ მრავალი ენდემური ჯიშის ცხოველი სახლობს. კუნძულზე არის 8 ეროვნული პარკი. პარკებს საკმაოდ ვრცელი ტერიტორიები უკავია, მათგან ყველაზე დიდი ფართობი აქვს: Bogani Nani Wartabone 2871 კმ² და ლორე-ლინდუს ეროვნული პარკი 2290 კმ². ბუნაკენის ეროვნული პარკი მდიდარია თავისი მარჯნის ეკოსისტემით, ეს ტერიტორია ეროვნულ პარკად გამოცხადდა 1991 წელს, იუნესკომ ბუნაკენის ეროვნული პარკი მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარა.

სულავესზე ცხოვრობს ძუძუმწოვართა 127 სახეობა. აქედან 62 % (79 სახეობა) არის ენდემები. კუნძული მდიდარია ფრინველების და წყალქვეშა სამყაროს მრავალფეროვნებითაც.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად, კუნძულის სამხრეთ ნაწილში ნაპოვნია პირველი დასახლებები, რომელიც 30 000 წლით თარიღდება ჩვენს ერამდე. ევროპელებიდან პირველად ეს ადგილები მოინახულებს პორტუგალიელებმა 1512 წელს, მათ კუნძულის დასავლეთი სანპიროები აღმოაჩინეს. 1605 წელს სულავესი შევიდა ნიდერლანდების შემადგენლობაში.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სულავესი დაპყრობილი იქნა იაპონიის იმპერიის მიერ. ომის დასრულების შემდეგ სულავესს და საერთოდ ინდონეზიის კუნძულებს ამერიკელები აკონტროლებდნენ. 1950 წლიდან ეს კუნძული შედის ინდონეზიის რესპუბლიკის შემადგენლობაში.

2019 წელს კუნძულ სულავესიზე გამოქვაბულში აღმოაჩინეს ღორებზე ნადირობის ნახატი, რომელიც ადამიანის მიერ აღწრილი უძველესი ამბავია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: