მაკასარი
მაკასარი (წარსულში ცნობილი როგორც უჯუნგ-პანდანგი) ― ინდონეზიის პროვინციის, სამხრეთ სულავესის დედაქალაქი. იგი აღმოსავლეთ ინდონეზიის რეგიონის უდიდესი ქალაქი და ქვეყნის მასშტაბით მეხუთე უდიდესი ურბანული ცენტრია ჯაკარტის, სურაბაიის, მედანისა და ბანდუნგის შემდეგ.[2][3] ქალაქი კუნძულ სულავესის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე, მაკასარის სრუტის ნაპირზე მდებარეობს.
დასახლებული პუნქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
მაკასარი ინდონ. Makassar | |||||
| |||||
ქვეყანა | ინდონეზია | ||||
შიდა დაყოფა | Mariso[1] , Mamajang[1] , Makassar[1] , Ujung Pandang[1] , Tallo[1] , Bontoala[1] , Manggala[1] , Sangkarrang Islands[1] , Panakukkang[1] , Wajo[1] , Ujung Tanah[1] , Tamalate[1] , Biringkanaya[1] , Tamalanrea[1] და Rappocini[1] | ||||
კოორდინატები | 5°07′59″ ს. გ. 119°24′49″ ა. გ. / 5.13306° ს. გ. 119.41361° ა. გ. | ||||
დაარსდა | 9 ნოემბერი, 1607 | ||||
ფართობი | 175.77 კვადრატული კილომეტრი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 15 მეტრი, 20 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 1 338 663 (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
სატელეფონო კოდი | 0411 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.makassarkota.go.id | ||||
ისტორიის მანძილზე მაკასარი მნიშვნელოვანი სავაჭრო პორტი იყო. ქალაქი გოვის სასულთნოს ცენტრი და პორტუგალიელთა სამხედრო ბაზა იყო, სანამ ნიდერლანდების ოსტინდოეთის კომპანია დაიპყრობდა XVII საუკუნეში. მაკასარი ნიდერლანდების ოსტინდოეთის მნიშვნელოვანი პორტი იყო, ემსახურებოდა აღმოსავლეთ ინდონეზიის რეგიონებს, რამდენადაც მაკასარელი მეთევზეები სამხრეთით ავსტრალიის სანაპირომდე ცურავდნენ. ინდონეზიის დამოუკიდებლობის მცირე ხნის დროს მაკასარი აღმოსავლეთ ინდონეზიის დედაქალაქი გახდა.
ქალაქის ფართობი 175.77 კმ²-ია. 2022 წლისთვის ქალაქის მოსახლეობის პროგნოზი 1.432 მილიონ ადამიანს შეადგენს.[2][4][5] მაკასარის შემადგენლობაში 15 ადმინისტრაციული რაიონი შედის. მაკასარის ოფიციალური მეტროპოლიტენური ტერიტორია ცნობილია როგორც მამინასატა, რომელიც დამატებით მეზობელი სარეგენტოების 33 რაიონსაც მოიცავს. მეტროპოლიტენური ტერიტორიის ფართობი 2 666.63 კმ²-ია და 2022 წლის პროგნოზით, 2 740 532 ადამიანს შეადგენს.[5]
ეროვნული განვითარების დაგეგმარების სააგენტოს მონაცემებით, მაკასარი ინდონეზიის ოთხი მთავარი ცენტრალური ქალაქიდან ერთ-ერთია, მედანთან, ჯაკარტასთან და სურაბაიასთან ერთად.[6] ინდონეზიის ბანკის მონაცემებით, მაკასარი ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილზეა კომერციული კერძო საკუთრების ღირებულებით, დიდი ჯაკარტის შემდეგ.[7]
ეტიმოლოგია
რედაქტირებანიდერლანდების ოსტინდოეთის ბატონობის დროს ნიდერლანდელები ქალაქის სახელწოდებას გამოთქვამდნენ როგორც მაკასერს, ისე მაკასარს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ინდონეზიელებმა ქალაქის ნიდერლანდური გამოთქმა დაიტოვეს ორ s-თან ერთად (Makassar), მიუხედავად იმისა, რომ ინდონეზიურ ენაში გემინირებული თანხმოვნები (ორი ან მეტი თანხმოვანი ერთად) არ გვხვდება.[8]
1971 წლის 1-ელ სექტემბერს ქალაქს წინაკოლონიური სახელწოდების შესაბამისად სახელი გადაერქვა და უჯუნგ-პანდანგი (მაკასარულად: ჯუმპანდანგი).[8]
თავდაპირველად მაკასარის ფართობი 21 კმ² იყო. მოგვიანებით მან მეზობელი რეგიონებიც მოიცვა, რათა სახელთან დაკავშირებული ეთიკური კონოტაციები შეესუსტებინა და საბოლოოდ, დღევანდელ ტერიტორიამდე გაფართოვდა. უჯუნგ-პანდანგი ადგილობრივებს შორის არ იყო პოპულარული და 1999 წლის 13 ოქტომბერს ბაჰარუდინ იუსუფ ჰაბიბიმ, რომელიც თავადაც სამხრეთ სულავესიდან იყო, მას კვლავ მაკასარი უწოდა.
მაკასარულ ენაზე ქალაქს მანგკასარა ჰქვია.[8] ქალაქის მაცხოვრებელთა სახელწოდებაა მაკასარელები, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლებოდა. ინგლისურ ენაში სამი ფორმა გამოიყენება: Macassarese, Makassarese და Macassan. ბოლო პერიოდში ქალაქის მკვიდრეის აღსანიშნად ინგლისურ ენაში დამკვიდრდა ტერმინები: Makasarese და Makasar.[8]
ისტორია
რედაქტირებამაკასარი მოხსენიებულია ნაგარაკრეტაგამაში, იავურ ნაწარმოებში, რომელიც XIV საუკუნით თარიღდება და მაჯაპაჰიტის მეფე ჰაიამ ვურუკის მმართველობის დროს დაიწერა. ტექსტში მაკასარი ბუტუნთან, სალაიასთან და ბანგავისთან ერთად მოხსენიებულია როგორც მაჯაპაჰიტის ბატონობის ქვეშ არსებული კუნძული.[9]
მაკასარის სამეფო
რედაქტირებასამეფო ქრონიკების მიხედვით, გოვის მეცხრე მეფე, ტუმაპარისი კალონა (1512-1546) პირველი გოვა მმართველი იყო, რომელმაც მეზობელ ვაჭრობაზე ორიენტირებულ ტალოსთან კავშირი შეკრა. თანამშრომლობა, რომელიც მაკასარის დამოუკიდებელ სამეფოდ არსებობის პერიოდშიც გაგრძელდა. ორი სამეფოს ცენტრი სომბაოპუში იყო, მდინარე ჯენებერანგის შესართავთან, ქალაქის დღევანდელი ცენტრიდან 10 კმ-ით სამხრეთით. სწორედ აქ განვითარდა საერთაშორისო პორტი და ციხე-სიმაგრე. თავდაპირველად მაკასარი მალაიელმა ვაჭრებმა აქციეს თავიანთ ბაზად მოლუკის კუნძულებთან სავაჭროდ, ხოლო მოგვიანებით პორტუგალიელებმა.[10]
სანელებლებით ვაჭრობაზე ნიდერლანდელთა საზღვაო ძალის ზრდასთან ერთად მაკასარი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პორტი გახდა. იგი ალტერნატიული პორტი იყო ყველა ვაჭრისთვის და ბრინჯის დეფიციტის მქონე მოლუკის კუნძულებთან ბრინჯით ვაჭრობის წყაროსაც წარმოადგენდა.
ნიდერლანდების ოსტინდოეთის კომპანია მოლუკურ ჯავზსა და მიხაკზე მონოპოლიის დამყარებას ცდილობდა და 1620-იანი წლებიდან თითქმის გადაასწრო ინგლისელებს, პორტუგალიელებსა და მუსლიმებს. მაკასარის მეფეები ეწინააღმდეგებოდნენ ნიდერლანდელთა მიერ მონოპოლიის დამყარების მცდელობებს, თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკას ინარჩუნებდნენ და თვლიდნენ, რომ ქალაქში ბიზნესის კეთება ყველა ვიზიტორის უფლება იყო.[11]
ლიტერატურა
რედაქტირება- L, Klemen. (2000) Forgotten Campaign: The Dutch East Indies Campaign 1941–1942. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-26. ციტირების თარიღი: 2023-11-18.
- MacKnight, C.C., Voyage to Marege. Macassan Trepangers in Northern Australia, Melbourne University Press, 1976.
- Reid, Anthony. 1999. Charting the shape of early modern Southeast Asia. Chiang Mai: Silkworm Books. ISBN 9747551063. pp. 100–154.
დამატებითი საკითხავი
რედაქტირება- McCarthy, M., 2000, Indonesian divers in Australian waters. The Great Circle, vol. 20, No.2:120–137.
- Turner, S. 2003: Indonesia’s Small Entrepreneurs: Trading on the Margins. London, RoutledgeCurzon ISBN 070071569X 288pp. Hardback.
- Turner, S. 2007: Small-Scale Enterprise Livelihoods and Social Capital in Eastern Indonesia: Ethnic Embeddedness and Exclusion. Professional Geographer. 59 (4), 407–20.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022
- ↑ 2.0 2.1 Ministry of Internal Affairs: Registration Book for Area Code and Data of 2013 დაარქივებული 2017-08-28 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Daftar 10 Kota Terbesar di Indonesia menurut Jumlah Populasi Penduduk (16 September 2015).
- ↑ Andi Hajramurni: "Autonomy Watch: Makassar grows with waterfront city concept", The Jakarta Post, 13 June 2011
- ↑ 5.0 5.1 Badan Pusat Statistik, Jakarta, 2023.
- ↑ 26. Z. Irian Jaya id.
- ↑ Perkembangan Properti Komersial id (2018). ციტირების თარიღი: 2019-08-21
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 Anthony Jukes, A Grammar of Makasar: A Language of South Sulawesi, Indonesia. Brill, 2019. pg. xviv. ISBN 9789004412668
- ↑ Riana, I Ketut (2009). Kakawin dēśa warṇnana, uthawi, Nāgara kṛtāgama: masa keemasan Majapahit. Indonesia: Penerbit Buku Kompas, გვ. 102. ISBN 978-9797094331. „49. Ikang saka sanusa nusa maksar butun banggawi kunir galiyau mwangi salaya sumba solot muar, muwah tikang-i wandhanambwanathawa maloko wwanin, ri serani timur makadiningangeka nusa tutur.“
- ↑ Anthony Reid, Charting the Shape of Early Modern Southeast Asia, Singapore 1999, pp.113-19; Poelinggomang, 2002, pp.22-23
- ↑ Andaya, Leonard. "Makasar's Moment of Glory." Indonesian Heritage: Early Modern History. Vol. 3, ed. Anthony Reid, Sian Jay and T. Durairajoo. Singapore: Editions Didier Millet, 2001. 58–59.