ჯაკარტა
ჯაკარტა (1527 წლამდე – სუნდა კელაპა; 1619 წლამდე – ჯაიაკარტა; 1942 – წლამდე ბატავია) — ინდონეზიის დედაქალაქი და ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი. იგი ინდონეზიის მთავარი საზღვაო პორტი და კომერციული ცენტრია. მდებარეობს კუნძულ იავის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, იქ სადაც მდინარე ჩილივუნგი ერთვის იავის ზღვას. მოსახლეობა 10 187 595 კაცი (2011). რელიგიური შემადგენლობა: 85,5 % — მუსლიმანი, 5,2 % — პროტესტანტი, 4,8 % — კათოლიკე, 3,5 % — ბუდისტი, 1 % — ინდუისტი.
დედაქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ჯაკარტა Daerah Khusus Ibukota Jakarta | |||||
| |||||
ქვეყანა | ინდონეზია | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
შიდა დაყოფა | ათასი კუნძული (ინდონეზია)[1] [2] , Jakarta Pusat[1] [2] , East Jakarta[1] [2] , North Jakarta[1] [2] , South Jakarta[1] [2] და West Jakarta[1] [2] | ||||
კოორდინატები | 6°12′00″ ს. გ. 106°48′00″ ა. გ. / 6.20000° ს. გ. 106.80000° ა. გ. | ||||
გუბერნატორი | ფაუზი ბოვო | ||||
დაარსდა | 22 ივნისი, 1527[3] | ||||
პირველი ხსენება | 397 | ||||
ადრეული სახელები | ბატავია | ||||
ფართობი | 750,28 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 4 მ | ||||
ოფიციალური ენა | ინდონეზიური ენა | ||||
მოსახლეობა | 10 187 595 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 11 315,7 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | [[UTC+07:00]] | ||||
სატელეფონო კოდი | +6221 | ||||
საფოსტო ინდექსი | 10110–14540 და 19110–19130 | ||||
საავტომობილო კოდი | B | ||||
ოფიციალური საიტი | jakarta.go.id/web/ | ||||
გეოგრაფია
რედაქტირებაჯაკარტა მდებარეობს კუნძულ იავის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. იავის ზღვის ჯაკარტის ყურესთან. დედაქალაქის ჩრდილოეთი ნაწილი დაბლობია და მდებარეობს ზღვის დონიდან 8 მეტრზე. სამხრეთი ნაწილი შედარებით მთიანია. ქალაქში გაედინება დაახლოებით 13 მდინარე, რომელთა უმრავლესობა სათავეს იღებს მთაგორიან სამხრეთში და უერთდება იავის ზღვას. მათ შორის უდიდესი ჩილივუნგი ქალაქს ყოფს დასავლეთ და აღმოსავლეთ რაიონებად. ქალაქს ესაზღვრება აღმოსავლეთიდან დასავლეთი იავა და ბანტენი დასავლეთიდან. „ათასი კუნძულის“ არქიპელაგი, რომელიც ადმინისტრაციულად ჯაკარტის შემადგენლობაშია, მდებარეობს ქალაქის ძირითადი ნაწილიდან ჩრდილოეთით.
კლიმატი
რედაქტირებაქალაქის კლიმატი ცხელი სუბეკვატორულია. ყველაზე ცხელი სეზონია ივნის-აგვისტო, წლის დანარჩენი პერიოდი კი ნალექიანია. ნალექების რაოდენობა იანვარში 400 მმ, ივნის-ივლისში 70 მმ. ტენიანობა 73 %. ნალექების საშუალოწლიური მაჩვენებელია დაახლოებით 2000 მმ.
ისტორია
რედაქტირებაჯაკარტის ადგილზე მდებარე დასახლების პირველი ცნობილი სახელწოდებაა სუნდა კელაპა. ქალაქის ოფიციალურ დაარსების თარიღად ითვლება 1527 წლის 22 ივნისი (ამ დღეს აღინიშნება ქალაქის დღე), როდესაც დემაკის სასულთნოს ძალებმა მოიპოვეს გადამწყვეტი გამარჯვება პორტუგალიელებზე და აიღეს პორტუგალიის ფლოტის ადგილსამყოფელი სუნდა კელაპა. ქალაქს კი უწოდეს ჯაიაკარტა (გამარჯვების ქალაქი).
1619 წელს ქალაქს ალყა შემოარტყეს ინგლისელებმა, ხოლო მათი წასვლის შემდეგ გაანადგურეს ნიდერლანდელებმა. იან პიტერსონ კუნმა განადგურებული ქალაქის ადგილზე დააარსა ფორტი ბატავია, ნიდერლანდელების წინაპრების ბატაველების პატივსაცემად. ნიდერლანდებთან ვაჭრობის მეოხებით, XVII-XVIII საუკუნეებში აქ დიდი სიმდიდრე დაგროვდა. ინგლისელები ამ ქალაქს 1811 წლიდან დაეპატრონენ.
1942 წლიდან ქალაქს ეწოდება ჯაკარტა.
დემოგრაფია
რედაქტირებაჯაკარტის მოსახლეობა საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა. 1930-2006 წლებში მისი მოსახლეობის რაოდენობა 17-ჯერ გაიზარდა. 1950-იანი წლების დასაწყისში ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 823 ათას კაცს, ხოლო 1961 წელს – 2,9 მლნ. კაცს. 2011 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 10 187 595 კაცი, მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვეა 14 469 კაცი/კმ².
წელი | მოსახლეობა (მლნ. კაცი) |
---|---|
1930 | 0,533 |
1960 | 2,9 |
1970 | 4,6 |
1980 | 6,5 |
2006 | 9 |
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაოფიციალურად ჯაკარტა წარმოადგენს არა ქალაქს, არამედ პროვინციას დედაქალაქის სტატუსით, ამიტომ ქალაქს მეთაურობს არა მერი, არამედ გუბერნატორი. როგორც პროვინცია ჯაკარტა იყოფა 6 საქალაქო მუნიციპალიტეტად (kota), რომელთაგან თითოეულს ხელმძღვანელობს მერი (walikota).
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირება- ინდონეზიის ეროვნული მონუმენტი (1975)
- ეროვნული მუზეუმი (1778)
- ქალაქის ისტორიის მუზეუმი (1707)
- ვაიანგის მუზეუმი (1975)
- ხელოვნების ეროვნული გალერეა (1999)
- ისთიკლალის მეჩეთი (1978)
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official website დაარქივებული 2009-07-31 საიტზე Wayback Machine.
- Jakarta Official Travel Website დაარქივებული 2008-12-19 საიტზე Wayback Machine.
- An Account of Exploring Jakarta by Bicycle დაარქივებული 2013-08-31 საიტზე Wayback Machine.
- (ინდონეზიური) Resep masakan khas Jakarta დაარქივებული 2012-12-26 საიტზე Wayback Machine.