იავის ზღვა (ინდონ. Laut Jawa) — ფართო კუნძულთშორისი ზღვა წყნარ ოკეანეში, ზონდის შელფზე. მისი ფართობია 320,000 კმ². როგორც ზღვა, ის ჩამოყალიბდა უკანასკნელი გამყინვარების პერიოდში. ზღვა გადაჭიმულია ინდონეზიის კუნძულებს — ბორნეოს (ჩრდილოეთით), იავის (სამხრეთით), სუმატრის (დასავლეთით) და სულავესს (აღმოსავლეთით) შორის. ჩრდილო-დასავლეთიდან, კარიმატის სრუტე აკავშირებს სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან.

იავის ზღვის რუკა

იავის ზღვაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს თევზჭერა. ამ ზღვაში, 3.000 სახეობის წყალქვეშა ბინადარია. სწორედ ამიტომ, შექმნილია რამდენიმე ეროვნული პარკი. ზღვის აკვატორია საკმაოდ ბევრ ტურისტს იზიდავს.

1942 წლის თებერვალ-მარტში, ამ ზღვაში მიმდინარეობდა სამხედრო შეტაკება, რომელიც ისტორიაში იავის ზღვის ბრძოლის სახელით შევიდა. ის მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი საზღვაო ბრძოლა იყო. ნიდერლანდების, ბრიტანეთის, ავსტრალიის და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა წარმატებით მოიგერიეს იაპონიის შეტევა კუნძულ იავაზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება