სუმატრა
სუმატრა (ინდონეზ. Sumatra, მალაიზ. Sumatera) — მალაის არქიპელაგის ერთ-ერთი კუნძული. ფართობი: 435 ათასი კმ². სიდიდით მსოფლიოს მე-6 კუნძულია.
ისტორია
რედაქტირებაპირველი სახელმწიფო კუძულზე არსებობდა ჯერ კიდევ II საუკუნეში. VII საუკუნეში კუნძული თითქმის მთლიანად ეკავა სახელმწიფო შრივიჯაიას. XIII-XVI საუკუნეებში სუმატრა შედის მაჯაპახიდის იმპერიის შემადგენლობაში, XVII-დან XX საუკუნის ჩათვლით კი იყო ოკუპირებული ნიდერლანდების მიერ. 1945 წლის 17 აგვისტოდან ინდონეზია ხდება დამოუკიდებელი სახელმწიფო, კუნძული სუმატრა კი მის შემადგენლობაში შედის.
კუნძულზე შენარჩუნებულია ბუდისტური სალოცავი „ბიარო“, რომელიც XI—XIV სს აშენდა.
მოსახლეობა
რედაქტირებასუმატრის მოსახლეობა დაახლოებით 45 მილიონი ადამიანია (2005) და ის მოსახლეობის რაოდენობით მე-4 კუნძულია მსოფლიოში. ძირითადი ქალაქებია: მედანი, პალემბანგი, პატანგი. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 96 ად/კმ². სუმატრის მოსახლეობის 90 % ისლამის მიმდევარია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- William Marsden, The History of Sumatra, (1783); 3rd ed. (1811) on line.
- ethnologue.com Langues sumatriennes (ინგლისური)
- Thèse Farmers’ local ecological knowledge of soil and watershed functions in Sumberjaya, Sumatra, Indonesia (Wim Schalenbourg) (ინგლისური)
- ↑ Population of Indonesia by Province 1971, 1980, 1990, 1995, 2000 and 2010 დაარქივებული 2011-07-18 საიტზე Wayback Machine.