მედანი (ინდონეზია)
მედანი (ინდონ. Medan) — ინდონეზიის ჩრდილოეთ სუმატრის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. კუნძულ სუმატრის ყველაზე უფრო დიდი და მოსახლეობის მიხედვით ინდონეზიაში მეოთხე ქალაქი ჯაკარტის, სურაბაიის და ბანდუნგის შემდეგ. განლაგებულია პროვინციის ჩრდილოეთით, ქალაქის ცენტრში მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტი Polonia, დასავლეთით საერთაშორისო აეროპორტი Kualanamu, ჩრდილოეთით — უდიდესი პორტი ბელავანი.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
მედანი ინდონ. Medan | |||
| |||
ქვეყანა | ინდონეზია | ||
პროვინცია | ჩრდილოეთი სუმატრა | ||
შიდა დაყოფა | Medan Kota[1] , Medan Helvetia[1] , Medan Denai[1] , West Medan[1] , Medan Tuntungan[1] , Medan Amplas[1] , Medan Sunggal[1] , Medan Tembung[1] , Medan Marelan[1] , Medan Labuhan[1] , Medan Perjuangan[1] , East Medan[1] , Medan Selayang[1] , Medan Johor[1] , Medan Polonia[1] , Medan Baru[1] , Medan Area[1] , Medan Maimun[1] , Medan Deli[1] , Medan Petisah[1] და Medan Belawan[1] | ||
კოორდინატები | 03°40′00″ ჩ. გ. 98°40′00″ ა. გ. / 3.66667° ჩ. გ. 98.66667° ა. გ. | ||
დაარსდა | 1590 | ||
ფართობი | 265,1 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 26 მ | ||
მოსახლეობა | 2 109 330 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 7956,73 კაცი/კმ² | ||
ეროვნული შემადგენლობა | ბატაკები, იაველები | ||
სასაათო სარტყელი | UTC+7 | ||
სატელეფონო კოდი | +62 61 | ||
საფოსტო ინდექსი | 44332 | ||
ოფიციალური საიტი | web.archive.org/web/20040817083134/http://www.pemkomedan.go.id/ | ||
ქალაქ მედანის დაარსების ოფიციალური თარიღია — 1590 წლის 1 ივლისი.
ისტორია
რედაქტირებამედანმა განვითარება დაიწყო ჯერ კიდევ როგორც სოფელმა სახელად კამპუნგ მედანი (სოფელი მედანი). ქალაქი 1590 წელს დააარსა რაჯა გურუ პატიმპუსმა. მედანის პირველი მოსახლეები იყვნენ ბატაკები — პროტომალაელების შთამომავლები, ჩრდილოეთ სუმატრის მკვიდრი მოსახლეობა. 1860-იან წლებამდე მედანი ვითარდებოდა ნელა, შემდგომ ნიდერლანდელმა კოლონისტებმა, რომლებმაც 1872 წელს წაართვეს მედანი ადგილობრივ სულთან დელის, დაიწყეს მიწის გასუფთავება თამბაქოს პლანტაციებისთვის. მედანი მალე გახდა ადმინისტრაციული და კომერციული მოქმედების ცენტრი, რომელიც განსაზღვრავს ინდონეზიის დასავლეთ ნაწილის განვითარებას.
1915 წელს მედანი ოფიციალურად გახდა ჩრდილოეთ სუმატრის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი, ხოლო ქალაქის ოფიციალური სტატუსი მიიღო 1918 წელს.
მოსახლეობა
რედაქტირებაქალაქ მედანში ცხოვრობს 2 მილიონზე მეტი ადამიანი.
«მედანი» ინდონეზიურ და მალაიურ ენებზე ნიშნავს მინდორს, მაგრამ სიტყვა გაჩნდა კაროს ენიდან და ის ნიშნავს «კარგს», «ჯანმრთელს».
მედანის მოსახლეობას აქვს შერეული ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობა. ის ინდონეზიაში ცნობილია, როგორც ბატაკების სამშობლო, თუმცა ეს ხალხი გაბნეულია მთელ ჩრდილოეთ სუმატრაში. ამას გარდა, ქალაქში ცხოვრობს იაველების მსხვილი ეთნიკური ჯგუფი, ძირითადად იავის კუნძულიდან, რომლებიც აქ XX საუკუნეში გადმოსახლდნენ ხელისუფლების შიდა მიგრაციული პოლიტიკის შედეგად და რომლის მიზანი იყო კუნძულ იავის მოსახლეობის სიმჭიდროვის შესუსტება.
მედანში მცხოვრები ჩინელები აკონტროლებენ ქალაქის ბიზნესის მნიშვნელოვან ნაწილს. მათთან ერთად ცხოვრობს ტამილების მნიშვნელოვანი ნაწილი. ინდონეზიური ენის გარდა მედანში ასევე ლაპარაკობენ იავურ, ტამილურ, ჩინურ და ინგლისურ ენებზე.
მედანში ცხოვრობენ ქრისტიანები, მუსლიმები, ბუდისტები და დაოსისტები.