ჯიდა
ჯიდა (არაბ. جدّة) — ქალაქი საუდის არაბეთში. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში წითელი ზღვის სანაპიროზე. მოსახლეობა 3 456 259 კაცი (2010). მოსახლეობის რაოდენობით ქვეყნის მეორე ქალაქი და მისი ეკონომიკური დედაქალაქია. სახელწოდება ძალიან ახლოს დგას არაბულ სიტყვა „ბებიასთან“ და სავარაუდოდ კავშირშია ევასთან. ევას საფლავი არის ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა.
ქალაქი | |
---|---|
ჯიდა جدة | |
ქალაქის ზღვისპირა ბულვარი | |
ქვეყანა | საუდის არაბეთი |
კოორდინატები | 21°32′36″ ჩ. გ. 39°10′22″ ა. გ. / 21.54333° ჩ. გ. 39.17278° ა. გ. |
მმართველი | Saleh Al-Turki[1] |
ფართობი | 5460 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 12 მეტრი, 7 მეტრი |
მოსახლეობა | 3 456 259 კაცი (2010) |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 12 |
საფოსტო ინდექსი | 21000 |
ჯიდას აქვს საზღვაო პორტი, სადაც ჰაჯის დროს მექაში და მედინაში მიმავალი მომლოცველები იყრიან თავს. 2010 წელს ქალაქის მერმა მიიღო გადაწყვეტილება მეტროპოლიტენის მშენებლობის შესახებ. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში დაგეგმილია მსოფლიოში ყველაზე დიდი ცათამბჯენის მშენებლობა.
ისტორია
რედაქტირებაჯიდა VII საუკუნიდან მნიშვნელოვანი პორტია არაბეთის ნახევარკუნძულზე, მას მექის კარიბჭესაც კი უწოდებდნენ. მექასთან სიახლოვემ ქალაქის აყვავება გამოიწვია და იქცა კულტურათაშორის ცენტრად თავისი გამორჩეული არქიტექტურით. ჯიდის არქიტექტურაში ტრადიციულად გამოიყენება მარჯანი, რომელიც დამახასიათებელია წითელი ზღვის მთელი სანაპიროსთვის.
2014 წელს ქალაქი ჯიდა - მექის ჭიშკარი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[2].
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებაგალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Municipality of Jeddah დაარქივებული 2007-05-31 საიტზე Wayback Machine.
- Principality of Jeddah
- City of Jeddah დაარქივებული 2009-07-17 საიტზე Wayback Machine.
- About Jeddah დაარქივებული 2013-08-06 საიტზე Wayback Machine.