ბაჰარუდინ იუსუფ ჰაბიბი
ბაჰარუდინ იუსუფ ჰაბიბი (დ. 25 ივნისი 1936 , პარე-პარე, ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთი — გ. 11 სექტემბერი, 2019, ჯაკარტა) — ინდონეზიელი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სუჰარტოს გადადგომის შემდეგ ეკავა ინდონეზიის პრეზიდენტის თანამდებობა 1998-1999 წწ.
ბაჰარუდინ იუსუფ ჰაბიბი | |
ინდონეზიის მე-3 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 მაისი 1998 – 20 ოქტომბერი 1999 | |
წინამორბედი | სუჰარტო |
მემკვიდრე | აბდურაჰმან ვაჰიდი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 მარტი, 1998 – 21 მაისი 1998 | |
პრეზიდენტი | სუჰარტო |
წინამორბედი | ტრი სუტრისნო |
მემკვიდრე | მეგავატი სუკარნოპუტრი |
მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 მარტი, 1978 – 16 მარტი, 1998 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | რახარდი რამელანი |
დაბადებული | 25 ივნისი, 1936 პარე-პარე, ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთი |
გარდაცვლილი | 11 სექტემბერი, 2019 (83 წლის) ჯაკარტა |
პოლიტიკური პარტია | გოლკარი |
რელიგია | ისლამი |
1998 წელს აზიის ფინანსური კრიზისის შედეგად ინდონეზიაში სწრაფად გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობა. ამავე პერიოდში სუჰარტო მეშვიდედ აირჩიეს პრეზიდენტის თანამდებობაზე. 1998 წლის მარტში ჰაბიბი დანიშნეს ვიცე-პრეზიდენტად. ქვეყანაში განვითარებული მასობრივი მღელვარებების გამო 21 მაისს სუჰარტო იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო, იმავე დღეს ჰაბიბი გახდა ქვეყნის ახალი პრეზიდენტი.
ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ პრეზიდენტ ჰაბიბის პარტიამ მიიღო ხმების მხოლოდ 20 %. 1999 წლის 20 ოქტომბერს პარლამენტმა ახალ პრეზიდენტად აირჩია ისლამური ოპოზიციის ცნობილი ლიდერი აბდურაჰმან ვაჰიდი. ბაჰარუდინ იუსუფ ჰაბიბი გადადგა თანამდებობიდან. თანამდებობის დატოვების შემდეგ დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა გერმანიაში.