სუჰარტო
ჰაჯი მუჰამედ სუჰარტო (დ. 8 ივნისი, 1921, კემუსუკი, ინდონეზია — გ. 27 იანვარი, 2008, ჯაკარტა, ინდონეზია) — ინდონეზიელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, გენერალი. ინდონეზიის პრეზიდენტი 1967-1998 წლებში.
სუჰარტო | |
ინდონეზიის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 მარტი 1967 – 21 მაისი 1998 | |
წინამორბედი | აჰმედ სუკარნო |
მემკვიდრე | ბაჰარუდინ იუსუფ ჰაბიბი |
დაბადებული | 8 ივნისი 1921 კემუსუკი ინდონეზია |
გარდაცვლილი | 27 იანვარი, 2008 (86 წლის) ჯაკარტა ინდონეზია |
პოლიტიკური პარტია | გოლკარი |
რელიგია | ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1921 წლის 8 ივლისს, ცენტრალურ იავაზე. 1940–1942 წლებში მსახურობდა ჰოლანდიურ ჯარში და მიიღო სერჟანტის წოდება. შემდეგ მონაწილეობდა ჰოლანდიელ კოლონიზატორთა წინააღმდეგ 1945–1949 წლებში ინდონეზიელი ხალხის შეიარაღებულ ბრძოლაში. ომის დამთავრების შემდეგ ეკავა მაღალი სამეთაურო და საშტაბო თანამდებობები ინდონეზიის არმიაში. 1963–1965 წლებში სახმელეთო ძალების სტრატეგიული რეზერვის ჯარების მეთაური. 1966 წლიდან აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური იყო: გამოიყენა ანტიკომუნისტური სტუდენტური დემონსტრაციები და თავის თავზე აიღო პრეზიდენტის ფუნქციები 1967 წელს. 1968 წელს აირჩიეს პრეზიდენტად. 1973, 1978, 1983, 1988, 1993 და 1998 წლებში კვლვ აჩეულ იქნა პრეზიდენტის თანამდებობაზე.
გადადგომა
რედაქტირება1998 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ გამარჯვებულდ გამოცხადდა სუჰარტო, რასაც მოჰყვა ანტისამთავრობო გამოსვლები, ამ ყველაფერს ზედ დაერთო 1998 წლის აზიური კრიზისი და პრეზიდენტი სუჰარტო 21 მაისს თანამდებობიდან გადადგა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 617.
წინამორბედი: აჰმედ სუკარნო |
ინდონეზიის პრეზიდენტი 1967 – 1998 |
შემდეგი: ბაჰარუდინ იუსუფ ჰაბიბი |