ზონდის კუნძულები
ზონდის კუნძულები — კუნძულთა ჯგუფი, რომელიც მოქცეულია მალაკის ნახევარკუნძულსა და კუნძულ ახალ გვინეას, ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებს შორის. მისი შემადგენელი ნაწილია მალაის არქიპელაგი. ზონდის კუნძულები იყოფა დიდი ზონდისა და მცირე ზონდის კუნძულებად.
დაყოფა
რედაქტირებაამჟამად კუნძულებს იყოფს ოთხი ქვეყანა: ბრუნეი, აღმოსავლეთ ტიმორი, ინდონეზია და მალაიზია. აქედან უდიდესი ტერიტორია ინდონეზიას ეკუთვნის. კუნძულ კალიმანტანს სამი მათგანი იყოფს: ინდონეზია, მალაიზია და ბრუნეი, ხოლო კუნძული ტიმორი გაყოფილია აღმოსავლეთ ტიმორსა და ინდონეზიას შორის.
კუნძულების სია
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- [1] დაარქივებული 2011-06-08 საიტზე Wayback Machine.