მალაკის ნახევარკუნძული
მალაკის ნახევარკუნძული (მალ. Semenanjung Tanah Melayu) — ნახევარკუნძული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. წარმოადგენს აზიის კონტინენტის უკიდურეს სამხრეთ წერტილს. ნახევარკუნძული მოიცავს მიანმარის მცირე, სამხრეთ ნაწილს, ნახევარკუნძულოვან მალაიზიას, სინგაპურს და ტაილანდის სამხრეთ ნაწილს.
მალაკის ნახევარკუნძული | |
---|---|
მალაკის ნახევარკუნძული კოსმოსიდან | |
კოორდინატები: 7°00′ ჩ. გ. 100°00′ ა. გ. / 7.000° ჩ. გ. 100.000° ა. გ. | |
ქვეყანა | მიანმარი ტაილანდი მალაიზია |
უმაღლესი წერტილი | ტაჰანი |
სიმაღლე | 2187 მ |
ფართობი | 242,363.8 კმ² |
აკვატორია | ანდამანის ზღვა მალაკის სრუტე სამხრეთ ჩინეთის ზღვა სიამის ყურე |
ინდონეზიის კუნძულ სუმატრასგან გამოყოფს მალაკის სრუტე. ნახევარკუნძულს მთელს სიგრძეზე გასდევს ტიტივანგსის მთები. მალაკის სიგრძე 1300 კმ-ია, ფართობი დაახლოებით 242,363.8 კმ². მისი ჩრდილოეთ საზღვრის, კრას ყელის სიგანე 44 კმ-ია. ნახევარკუნძულის უმაღლესი ადგილია მთა ტაჰანი (2187 მ)