ფლორესი
ფლორესი — მცირე ზონდის არქიპელაგში შემავალი კუნძული. კუნძულის ფართობი შეადგენს 14,300 კმ², აღმოსავლეთით მდებარეობს ინდონეზიის კუნძული იავა. აქ მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 1.5 მილიონ ადამიანს,[1] და უდიდესი დასახლებული პუნქტია მაუმერე. ფლორესი შედის ინდონეზიის აღმოსავლეთი მცირე ზონდის კუნძულების პროვინციის შემადგენლობაში.
მშობ. სახელი: Flores | |
---|---|
![]() ფლორესის ტოპოგრაფიული რუკა. | |
გეოგრაფია | |
კოორდინატები | 8°37′ ს. გ. 121°08′ ა. გ. / 8.617° ს. გ. 121.133° ა. გ. |
მთავარი კუნძული | მცირე ზონდის კუნძულები |
ფართობი | 13 540 კმ² |
სიგრძე | 425 კმ |
სიგანე | 70 კმ |
უმაღლესი წერტილი |
2 370 მ პოკო-მანდასაუ |
ინდონეზია | |
პროვინცია | აღმოსავლეთ მცირე ზონდის კუნძულები |
უდიდესი ქალაქი | მაუმერე (70,000) |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 1 600 000 (2003) |
სიმჭიდროვე | 112 /კმ² |
კუნძული მდებარეობს სუმბავას და კომოდოს აღმოსავლეთით და ლემბატას და ალორის არქიპელაგის დასავლეთით. კუნძულის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს ტიმორი. ფლორესი სუმბას სრუტითაა გამოყოფილი სუმბას კუნძულს და გარს აკრავს ფლორესის ზღვა.
XIII საუკუნიდან ეს ტერიტორია შედის მაჯაპაჰიტის შემადგენლობაში. 1544 წლიდან იწყება ევროპელთა მოგზაურობები ამ კუნძულზე, პირველები პორტუგალიელები იყვნენ. სწორედ პორტუგალიის კოლონია გახდა ფლორესი. მოგვიანებით უკვე ამ კუნძულს ჰოლანდიის იმპერია აკონტროლებდა.
1992 წლის 12 დეკემბერს, აქ მოხდა 7.8 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა, ამ მიწისძვრას 2,500 ადამიანი შეეწირა.
ეტიმოლოგიარედაქტირება
სახელი "ფლორესი" მომდინარეობს პორტუგალიური სიტყვიდან, შინაარსობრივად კი კავშირშია სიტყვა "ყვავილთან".
ფლორა და ფაუნარედაქტირება
კუნძული მდიდარია თავისი ფლორის და ფაუნის მრავალფეროვნებით. ამ რეგიონში ცხოვრობს მსოფლიოში უნიკალური კომოდოს დრაკონი, ეს ცხოველი ძირითადად კომოდოს ეროვნულ პარკში სახლობს, ეს პარკი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარა. აქვე მდებარეობს კუნძულის მეორე პარკი კელიმუტუს ეროვნული პარკი.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ფლორესი & კომოდო - ისტორია დაარქივებული 2010-03-24 საიტზე Wayback Machine.
სქოლიორედაქტირება
- ↑ "Trapping Komodo Dragons for Conservation" National Geographic - 28 Jan 2003