კომოდოს ეროვნული პარკი
კომოდოს ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ინდონეზიაში, მცირე ზონდის კუნძულებზე. პარკი მოიცავს სამ დიდ (კომოდო, პადარი, რინკაჰი) და 26 პატარა კუნძულს.[1] მათი საერთო ფართობი 1 733 კმ²-ია. 1980 წელს, პარკი კომოდოს ვარანის (Varanus komodoensis) - მსოფლიოში უდიდესი ხვლიკის დაცვის მიზნით შეიქმნა.[2] მოგვიანებით, დაცვის ქვეშ მოექცა სხვა სახეობებიც, განსაკუთრებით ზღვის. 1991 წელს, იუნესკომ პარკი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შიეყვანა.
კომოდოს ეროვნული პარკი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ინდონეზია |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, x |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
კოორდინატები | 8°32′36″ ს. გ. 119°29′22″ ა. გ. / 8.54333° ს. გ. 119.48944° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1991 (მე-15 სესია) |
ნომერი | 609 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 609 ინგლ. • რუს. • ფრ. |
გეოგრაფია და კლიმატი
რედაქტირებაპარკის ტერიტორიაზე წარმოდგენილი კუნძულები ვულკანური წარმოშობისაა, ხასიათდებიან გორაკ-ბორცვებით, უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 735 მეტრზე მდებარეობს. კლიმატი ერთ-ერთი ყველაზე მშრალია მთელს ინდონეზიაში, ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებლით 800 მმ. ოქტომბერში, ტემპერატურა 40°C -ის ფარგლებშია. [3]
ფლორა და ფაუნა
რედაქტირებაპარკის მშრალი და ცხელი კლიმატი, სავანის ტიპის ვეგეტაცია, ენდემური სახეობის - კომოდოს ვარანის არსებობისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ისინი ბინადრობენ კუნძულებზე: კომოდო (1 700 ცალი), რინკაჰი (1 300 ც), გილი-მონტაგი (100 ც), ფლორესი (2 000 ც). გადაშენებულია კუნძულ პადარზე.[4]
პატარა ტყეები 500 მეტრის მაღლა ვრცელდება, მაგრამ ქმნის საუკეთესო პირობებს ფლორის რამდენიმე ენდემური სახეობის გავრცელებისათვის. სანაპიროს მცენარეულობა მოიცავს მანგროს ტყეებს.
ადამიანთა დასახლებები და ტურიზმი
რედაქტირებაპარკის ტერიტორიაზე დაახლოებით 4 000 ადამიანი ცხოვრობს. აქ პოპულარულია დაივინგი, რადგან წყალქვეშა მცენარეულობა დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. მთავრობის მთავარ სტრატეგიას ზღვაზე დაყრდნობილინ ეკოტურიზმის განვითარება წარმოადგენს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაგალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Komodo National Park website დაარქივებული 2017-09-06 საიტზე Wayback Machine.
- Official UNESCO website
- Komodo Island დაარქივებული 2021-01-26 საიტზე Wayback Machine.
- Photos from Komodo by Ole Holbech დაარქივებული 2016-03-14 საიტზე Wayback Machine.
- New7Wonders of Nature დაარქივებული 2009-11-24 საიტზე Wayback Machine.
- Kanawa island a resort Island within Komodo National Park
- Komodo Island Review[მკვდარი ბმული]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ministry of Forestry: Komodo NP დაარქივებული 2015-09-23 საიტზე Wayback Machine. , retrieved 02-February-2010
- ↑ UNESCO: Advisory Body Evaluation, retrieved 2 February 2010
- ↑ http://whc.unesco.org/archive/advisory_body_evaluation/609.pdf
- ↑ http://whc.unesco.org/archive/advisory_body_evaluation/609.pdf