კელიმუტუს ეროვნული პარკი
კელიმუტუ (ინდონ. Taman Nasional Kelimutu) — ეროვნული პარკი ინდონეზიაში, კუნძულ ფლორესზე. შედგება გორაკ-ბორცვიანი და მთიანი რეგიონებისგან. პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს კელიმუტუ, რომელთანაც განთავსებულია სამი ფერადი ტბა, რომლებიც საკმაოდ პოპულარულია ტურისტებში.
კელიმუტუს ეროვნული პარკი
Taman Nasional Kelimutu | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ინდონეზია, კუნძული ფლორესი |
კოორდინატები | 8°45′ ს. გ. 121°50′ ა. გ. / 8.750° ს. გ. 121.833° ა. გ. |
ფართობი | 50 კმ² |
დაარსდა | 1992 |
სტუმრობა | 12 507[1] (2007) |
მმართველი ორგანო | ინდონეზიის სატყეო სამინისტრო |
პარკში დაცულია საფრთხის ქვეშ მყოფ მცენარეთა ზოგიერთი სახეობა, მათ შორის Anthocephalus cadamba, Canarium spp., Diospyros ferra, Alstonis scholaris, Schleichera oleosa, Casuarina equisetifolia და Anaphalis javanica, ასევე საფრთხის ქვეშ მყოფი ცხოველები.
ამ ტერიტორიაზე ასევე არსებობს დენდრარიუმი — მინიჯუნგლების ბიომრავალფეროვანი ფლორით. დენდრარიუმი შედგება 78 სახის ხემცენარისგან, რომლებიც 36 ოჯახში ერთიანდება.[2]
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: Kelimutu
- Kelimutu National Park
- UNEP-WCMC World Database on Protected Areas: Kelimutu[მკვდარი ბმული]
სქოლიო რედაქტირება
- ↑ Forestry statistics of Indonesia 2007 დაარქივებული 2013-04-05 საიტზე Wayback Machine. , retrieved 20 May 2010
- ↑ Samuel Oktora, Khairul Anwar (4 September 2010). „Kelimutu, Dijaga Kicau Burung Arwah“. Kompas. pp. 1, 15. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება)