ბალი (კუნძული)
ბალი — ინდონეზიის ერთ-ერთი კუნძული. მდებარეობს მცირე ზონდის კუნძულების ჯგუფში, კუძულ იავასა და ლომბოკს შორის. ბალი ამავე დროს ინდონეზიის ერთ-ერთი პროვინციაა მის 33 პროვინციას შორის. დედაქალაქია — დენპასარი.
მშობ. სახელი: Bali Dwipa Jaya | |
---|---|
ბალის მდებარეობა ინდონეზიის კუნძულებში | |
გეოგრაფია | |
კოორდინატები | კოორდინატები: 8°25′ ს. გ. 115°14′ ა. გ. / 8.417° ს. გ. 115.233° ა. გ. |
ფართობი | 5632,86 კმ² |
სიგრძე | 153 კმ |
სიგანე | 112 კმ |
უმაღლესი წერტილი |
3142 მ აგუნგი |
უდიდესი ქალაქი | დენპასარი |
გუბერნატორი | მადე მანგკუ პასტიკა |
დედაქალაქი | დენპასარი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 3 551 000 (2009) |
სიმჭიდროვე | 630,4 /კმ² |
კუნძულს რეკორდული რაოდენობის მოსახლეობა ჰყავს, 3 551 000 ადამიანი (2009). მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენენ ინდონეზიის ერთ-ერთი ეროვნული უმცირესობა — ინდუსები. მოსახლეობის 93,2 % ბალის ინდუიზმის მიმდევარია, ხოლო დანარჩენი — ისლამის. ბალი მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულია თავის ტურისტული ღირსშესანიშნაობებით, მაღალგანვითარებული ხელოვნებით, სკულპტურებით, მუსიკით და ა.შ.
ისტორია
რედაქტირებაჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წელს, ბალი დასახლებული იყო ავსტრონეზიური ხალხებით, რომლებიც აქ გადმოსახლდნენ კუნძულ ტაივანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სანაპიროს გამოვლით. კულტურულად და ენობრივად, ეს ხალხი ახლოს იყო ინდონეზიის არქიპელაგის სხვა ხალხებთან, ფილიპინებისა და ოკეანეთის ხალხებთან. კუნძულზე აღმოჩენილია ამ პერიოდის ქვის იარაღები.
ჩვ. წ. I საუკუნისთვის, ბალის კულტურა განიცდიდა, ინდურ, ჩინურ და განსაკუთრებით ჰინდუს კულტურის გავლენას. კუნძულის ადგილობრივი სახელი ყოფილა Bali dwipa (კუნძული ბალი), რაც აღმოჩენილია მრავალ წარწერაში.
1293–1520 წლებში, ბალი შედიოდა მაჯაპაჰიტის იმპერიის შემადგენლობაში. XV საუკუნეში, იმპერიის დასუსტებისას, მასიური სახე მიიღო ინტელექტუალთა გადასახლებამ კუნძულ იავიდან ბალიზე.
კუნძულის პირველი კონტაქტები ევროპელაბთან, შედგა 1585 წელს, როდესაც ბალის პორტუგალიელები მოადგნენ. 1597 წელს, კუნძულს ეწვია ნიდერლანდელი მკვლევარი კორნელის დე უტმანი, რომელმაც 1602 აქ დააარსა ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანია. ამან საფუძველი ჩაუყარა ორ-ნახევარი საუკუნის შემდეგ ნიდერლანდების კოლონიურ კონტროლს მთელს ინდონეზიის არქიპელაგზე. ნიდერლანდური კოლონიზაცია კონკრეტულად ბალიზე იწყება 1840 წელს.
გეოგრაფია
რედაქტირებაბალი მდებარეობს კუნძულ იავადან 3,2 კმ-ით აღმოსავლეთით და ეკვატორიდან დაახლოებით 8 გრადუსით სამხრეთით. ბალის და იავას ერთმანეთისგან ყოფს ბალის სრუტე. აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, კუნძულის სიგრძეა 153 კმ, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით 112 კმ. საერთო ფართობი შეადგენს 5632 კმ²-ს.
ბალის ცენტრალური მთიანეთის მწვერვალების საშუალო სიმაღლე დაახლოებით 2000 მეტრია, მათ შორის უმაღლესი ცნობილია როგორც "დედა მთა" (3142 მ), რომელიც ამავე დროს აქტიური ვულკანია. კუნძულის უგრძესი მდინარეა აიუნგი (75 კმ).
კუნძული შემოსაზღვრულია მარჯნის რიფებით. ბალის სამხრეთ პლაჟებზე თეთრი ქვიშაა, ხოლო ჩრდილოეთით და დასავლეთით - შავი.
ტურიზმი
რედაქტირებაკუნძულის ტურისტული ინდუსტრია თითქმის მთლიანად ფოკუსირდება მის სამხრეთ ნაწილში. ტურისტების თავშეყრის მთავარი ადგილია ქალაქი კუტა, თავის შესანიშნავი პლაჟებით და სხვა მრავალი ღირსშესანიშნაობებით.
ბალის სტუმრების რიცხვი განსაკუთრებით გაიზარდა 2002 და 2005 წლების ტერორისტული აქტების შემდეგ. სტუმრების მთავარ მიზანს ამ აქტების შედეგად დაზიანებული ბალის ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა წარმოადგენს. ამის ერთ-ერთი მაგალითია 2010 წლის აპრილში კუნძულზე გამართული „მსოფლიოს გეოთერმული კონგრესი“.
ბალის ტურიზმის სექტორის კრიზისი და სიმყარე
რედაქტირებაXX საუკუნის მეორე ნახევარში, 2095 კმ² ფართობის მქონე ინდონეზიის კუნძული ბალი სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გასართობ პერიფერიად ჩამოყალიბდა. 2001 წელს, მან 2,5 მლნ ვიზიტორს უმასპინძლა და მიიღო 1,4 მლრდ აშშ დოლარი, მაშინ, როცა ინდონეზიის მთლიანმა ტურისტულმა ინდუსტრიამ 5,4 მლრდ დოლარი მიიღო. ტურიზმის სექტორზე მოდის კუნძულის შემოსავლების 80 % და დასაქმებულთა 40 %. ბალის, როგორც წარმატებული ტურისტული დესტინაციის ჩამოყალიბების მთავარი ფაქტორია მისი ტურისტული პროდუქტის მრავალფეროვნება და მიმზიდველობა, რაც იცვლება შორეული ეროვნული პარკებიდან უნიკალურ კულტურულ ლანდშაფტებამდე. პროტოტიპური ტროპიკული პლაჟებისა და კურორტების კონცენტრაცია მერყეობს ხალხით გადაჭედილიდან ექსკლუზიურამდე. ამ ატრაქციებამდე და პროდუქტებამდე მიღწევადობას ძალიან აადვილებს კუნძულის კომპაქტურობა და კარგი საგზაო სისტემა, რის შედეგადაც, ტროპიკულ ტყეში დილით ადრე დაწყებული მოგზაურობა შუადღის შემდეგ შეიძლება პლაჟის კურორტზე გაგრძელდეს. თავად ბალის მიღწევადობა ადვილია იმდენად, რამდენადაც კუნძულზე ფუნქციონირებს საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც იღებს პირდაპირ ფრენებს ყველა ძირითადი რეგიონიდან. ბოლო წლებში დომინანტია იაპონიისა და ავსტრალიის რეგიონული ბაზარი, საიდანაც 2001 წელს ბალიზე 350 000 და 250 000 ვიზიტორი შემოვიდა. სხვა ფაქტორებს შორისაა ცხოვრების დაბალი ფასი ბაზრის სხვა მთავარ ქვეყნებთან შედარებით, ინდონეზიის ვალუტის (რუპია) ხელსაყრელი გაცვლის ინდექსი და ხელისუფლების პრო-ტურისტული პოლიტიკა.
ბალის, როგორც პერიფერიულ გასართობ კურორტად ჩამოყალიბების ისტორიის უდიდესი ნაწილის განმავლობაში, კუნძულს ასევე ჰქონდა მყარი სოციოპოლიტიკური და პირადი უსაფრთხოების რეპუტაცია, რაც არ გააჩნდა ზოგადად მთლიან ინდონეზიას. დასავლეთ პაპუაში, აკეჰსა და აღმოსავლეთ ტიმორში არსებული სეპარატისტული ამბოხებებით, რომლებიც ბოლო დროს უფრო გამწვავებულია სექტანტური კონფლიქტებით ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, ასევე ისლამური რადიკალიზმის აღორძინებით, ინდონეზია „ქრონიკულად კრიზისული“ დესტინაციაა, რომელმაც ვერ შესძლო ბოლომდე მიეყვანა თავისი პოტენციალი და ჩამოყალიბებულიყო მთავარ ტუსისტულ ქვეყნად. გამომდინარე აქედან, ბალის ტურიზმის ხელმძღვანელობისთვის კონტრასტი ინდონეზიასთან (არა ინდონეზია, მშვიდობის ანკლავი, ინდუიზმი და არა ისლამი) და მის იდენტობასთან, როგორც განცალკევებული დესტინაცია, გახდა მისი საერთაშორისო ბრენდინგის, მისი, როგორც ეგზოტიკურ ტროპიკულ სამოთხედ წარმოჩენის მთავარი ელემენტი. ეს არ ნიშნავს, რომ ბალიმ დაკარგა კავშირი და სიახლოვე დანარჩენ ინდონეზიასთან, როგორც ეს ჩანს შემთხვევით აღგზნებადობაში ადგილობრივ ბალელებსა და ინდონეზიის სხვა კუნძულებიდან მოსულ მიგრანტებს შორის, ასევე კამპანიაში „ბოიკოტი ბალის“, რომელიც 1990-იან წლებში ორგანიზებული იყო აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობისათვის მოძრაობის ავსტრალიელი და ახალზელანდიელი მხარდამჭერების მიერ. ეს ნიშნავს, რომ ასეთი ეპიზოდები მაინც არ წარმოადგენენ სერიოზულ, ხანგრძლივ საფრთხეს ბალის ტურიზმის ინდუსტრიის პოზიტიური სურათისთვის.
ეს სტრატეგიები და ვარაუდები ბალის ტურიზმის შესახებ რამდენიმეჯერ გამოიცადა, მათ შორის 2002 წლის 12 ოქტომბერს ქალაქ კუტაში რადიკალი მუსლიმანების მიერ ორი ღამის კლუბის დაბომბვით, რის შედეგადაც 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა 300 კი დაშავდა, რომელთაგან უმრავლესი ავსტრალიელი იყო. დაახლოებით 2000-მა უცხოელმა ტურისტმა უყოყმანოდ დატოვა კუნძული, შედეგად, სასტუმროთა დაკავებულობის მაჩვენებელი, რაც 11 ოქტომბრისთვის 75 %-ს შეადგენდა, 19 ოქტომბრისთვის 33 %-მდე დაეცა, ზოგიერთ არეალში კი 10 %-მდე. ავსტრალიელები თავიანთ მთავრობამ გააფრთხილა თავი შორს დაეჭირათ „მაღალი რისკის“ რეგიონული დესტინაციებისგან, რომელთა შორისაც შედიოდა არა მხოლოდ მთლიანად ინდონეზია, ასევე ბრუნეი, კამბოჯა, ლაოსი, მალაიზია, მიანმარი, ფილიპინები, სინგაპური და ტაილანდი.
ბალისა და ინდონეზიის მთავრობებმა ამ კრიზისს რეაბილიტაციით, ნორმალიზაციითა და გაფართოებით უპასუხეს, რასაც ჰენდერსონი აღწერს (2003) როგორც გადარჩენის მეოთხე ეტაპს. მოკლევადიანი პირველი ორი ეტაპი მოიცავდა ეროვნული მთავრობის მიერ კუტას დასუფთავებისა და აღდგენის დაფინანსებას, კრიზისული მედია-ცენტრების გახსნას ჯაკარტაში და ბალიზე, დროებითი ჯგუფის შექმნას, მაღალი დონის სამთავრობო შეხვედრების შენარჩუნებას კუნძულზე, რაც ემსახურებოდა ბალის უსაფრთხოების დემონსტრაციასა და ლობირებას, რაც ასევე მიუთითბდა უცხოეთის მთვრობებს მოეხსნათ გაფრთხილებები მოგზაურობის შესახებ. ეს ყოველივე არ იყო განზრახული საერთაშორისო ვიზიტორების შემოდინების არარეალური, უცაბედი ზრდისთვის, მაგრამ იყო დარწმუნებისა და თანაგრძნობისაკენ გაგზავნილი პოზიტიური გზავნილი, რომელსაც უნდა მოემზადებინა გზა საბოლოო მიზნისთვის. პარალელურად, მთავარი ძალები მიმართული იყო აგრესიული „პრომოუშენისკენ“, რომელიც აპელირებდა პატრიოტიზმის სახელით და ფასების კლებით, რათა მოეზიდათ შიდა ტურისტები, რასაც შეეძლო ცოცხალი შეენარჩუნებინა ტურიზმის ეკონომიკა, სანამ საზღავრგარეთიდან შემოსვლები ნორმალურ ხასიათს მიიღებდა. ბოლო ორი ეტაპის მომზადებაში ლოკალიზებულ იქნა 3 მლნ აშშ დოლარი, რომელიც მიმართული იყო უსაფრთხოების გაუმჯობესების, ახალი პროდუქტების განვითრების და ახალი მარკეტინგული კამპანიების წამოწყებისკენ. ზოგიერთი ამ კამპანიათაგანი შეიცავდა გზავნილს, რომ ბალი ისევ ის ბალი იყო, უცხოელებს მოუწოდებდა გამოეჩინათ სოლიდარობა და თავიანთი სტუმრობით დახმარებოდნენ ადგილობრივ ხალხს კუნძულის ეკონომიკის აღდგენაში, და რომ ბალი ისე უსაფრთხო იყო, როგორც არასდროს, რადგან მიღებული იყო უსაფრთხეობის ახალი ზომები.
2002 წლის ნოემბრის ბოლოს, იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ვარაუდობდნენ, საერთაშორისო ვიზიტორთა ნაკადები ბალისკენ ნორმის ფარგლებში ჩადგა. განსაკუთრებით დაზიანებულ არეალებში მდებარე 200-მდე საოჯახო სასტუმროს მეპატრონის გამოკითხვა მიუთითებდა, რომ ტურიზმის ეკონომიკა საკმარისად აღდგა. მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტული აქტები სრულიად ნეგატიური დარტყმა იყო ბალის ტურიზმის ინდუსტრიისათვის, ეფექტი საოცრად დროებითი აღმოჩნდა. სწრაფი აღორძინება უპირველეს ყოვლისა ეროვნული და ადგილობრივი მმართველობის ეფექტიანი პროტურისტული კრიზისის მენეჯმენტის შედეგი იყო, რამაც აღმოაჩინა და გამოააშკარავა მოკლე და გრძელვადიანი პასუხები, რომლებიც ვითარების მსვლელობისას წარმოიშვა, მათ შორის იყო შიდა და საერთაშორისო ბაზრების განსხვავებულად მოპყრობის აუცილებლობა. მიუხედავად ამისა, ნაკლებმოსალოდნელია ეს სტრატეგიები ასეთივე ეფექტიანი ყოფილიყო, თუ ის არ იქნებოდა ფუნდამენტურად ძლიერი და მტკიცე, რამაც უპირველესი წვლილი შეიტანა ბალის, როგორც მთავარ ტურისტულ დესტინაციად წარმოჩენაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Miguel Covarrubias, Island of Bali, 1946. ISBN 962-593-060-4
- Foley, Kathy; Sedana, I Nyoman; Sedana, I Nyoman (Autumn 2005). „Mask Dance from the Perspective of a Master Artist: I Ketut Kodi on "Topeng"“. Asian Theatre Journal. University of Hawai'i Press. 22 (2): 199–213. doi:10.1353/atj.2005.0031. ISSN 0742-5457.
- Friend, T. (2003). Indonesian Destinies. Harvard University Press. ISBN 0-674-01137-6.
- Gold, Lisa (2005). Music in Bali: Experiencing Music, Expressing Culture. New York: Oxford University Press. ISBN 0-19-514149-0.
- Greenway, Paul; Lyon, James. Wheeler, Tony (1999). Bali and Lombok. Melbourne: Lonely Planet. ISBN 0-86442-606-2.
- Herbst, Edward (1997). Voices in Bali: Energes and Perceptions in Vocal Music and Dance Theater. Hanover: University Press of New England. ISBN 0-8195-6316-1.
- Hinzler, Heidi (1995) Artifacts and Early Foreign Influences. From Oey, Eric (Editor) (1995). Bali. Singapore: Periplus Editions, გვ. 24–25. ISBN 962-593-028-0.
- L, Klemen. (1999-2000) Forgotten Campaign: The Dutch East Indies Campaign 1941-1942. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-26. ციტირების თარიღი: 2011-11-28.
- Ricklefs, M. C. (1993). A History of Modern Indonesia Since C. 1300, Second Edition. MacMillan. ISBN 978-0333576892.
- Sanger, Annette (1988). „Blessing or Blight? The Effects of Touristic Dance-Drama on village Life in Singapadu, Bali“. Come Mek Me Hol' Yu Han': the Impact of Tourism on Traditional Music. Berlin: Jamaica Memory Bank: 89–104.
- Taylor, Jean Gelman (2003). Indonesia: Peoples and Histories. New Haven and London: Yale University Press. ISBN 0-300-10518-5.
- Vickers, Adrian (1995), From Oey, Eric (Editor) (1995). Bali. Singapore: Periplus Editions, გვ. 26–35. ISBN 962-593-028-0.
- Pringle, Robert (2004). Indonesia's Hindu Realm; A short history of, Bali:Short History of Asia Series. Allen & Unwin. ISBN 1-86508-863-3.
• Lewis, J. and Lewis, B. (2009)Bali's Silent Crisis: Desire, Tragedy and Transition, Rowman and Littlefield, Lanham, NJ.'
- Copeland, Jonathan (2010). Secrets of Bali: Fresh Light on the Morning of the World. Orchid Press. ISBN 978-974-524-118-3.
- McPhee, Colin (2003). A House in Bali. Tuttle Publishing; New edition, 2000 (first published in 1946 by J. Day Co). ISBN 978-9625936291.
- Shavit, David (2006). Bali and the Tourist Industry: A History, 1906–1942. McFarland & Co Inc. ISBN 978-0786415724.
- Vickers, Adrian (1994). Travelling to Bali: Four Hundred Years of Journeys. Oxford University Press. ISBN 978-9676530813.
- Whitten, Anthony J.; Roehayat Soeriaatmadja, Suraya A. A. (1997). The Ecology of Java and Bali. Hong Kong: Periplus Editions Ltd. ISBN 978-9625930725.
- Wijaya, Made (2003). Architecture of Bali: A Source Book of Traditional and Modern Forms. Thames & Hudson Ltd. ISBN 978-0500341926.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Bali, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2008-07-23 საიტზე Wayback Machine.