მარჯნის რიფი

(გადამისამართდა გვერდიდან მარჯნის რიფები)

მარჯნის რიფი — წყალქვეშა ან ნაწილობრივ წყალქვეშა კირქვული გეოლოგიური სტრუქტურა. წარმოადგენს მარჯნის პოლიპებისა და წყალმცენარეების კოლონიურ გაერთიანებას, რომელსაც ზღვის წყლიდან კირქვის გამოყოფის უნარი აქვს. იქმნებიან ტროპიკულ ზღვების წყალმარჩხ ადგილებში. მსოფლიოში მარჯნის რიფების საერთო ფართობი 600 ათ. კმ²-ს აღემატება.

დიდი ბარიერული რიფის მარჯანი

რიფების ძირითადი მასივები თავმოყრილია აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ზღვებში; შედარებით მცირე ნაწილი თავმოყრილია ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებში და ასევე წითელ ზღვაში. მარჯნის რიფების უდიდესი ნაწილი მოდის ბარიერულ და გაქვავებულ რიფებზე, რომლებიც განლაგებული არიან შელფებსა და მსხვილ კუნძულებთან. უდიდეს მარჯნის რიფს წარმოადგენს დიდი ბარიერული რიფი (ავსტრალია), დასავლეთ ატლანტის ბელიზის ბარიერული რიფების სისტემა, მადაგასკართან ახლოს მდებარე რიფი, ასევე მსხვილი რიფები ფიჯისა და ახალი კალედონიის კუნძულებთან. ზოგიერთი მათგანი გადაჭიმულია 1000 კმ და მეტ სიგრძეზე, ხოლო დიდი ბარიერული რიფი სიგრძეში 2000 კმ-ს აღწევს. ბარიერულ რიფსა და ნაპირს შორის ლაგუნაა.

მარჯნის პოლიპები

რედაქტირება

მარჯნის პოლიპები ოკეანის დონის ზევით კუნძულებივით გამოჩნდება ხოლმე მიქცევის დროს.

მარჯნის პოლიპები დიდ გროვებად ცხოვრობენ 50 მ-მდე სიღრმეზე. ისინი ემაგრებიან ზღვის მყარ ფსკერს და იზრდებიან ზევითკენ, ვრცელდებიან სიგანეში, ქმნიან წაგრძელებულ რიფებს, პატარა დაბალ რგოლისებრი ფორმის კუნძულებს — ატოლებს. მარჯნის პოლიპებს ოკეანის წყალში ცხოვრება შეუძლიათ არა ნაკლებ + 20 ტემპერატურის დროს, ამიტომ მარჯნის კუნძულები გვხვდება მხოლოდ ცხელი სარტყლის ზღვებში, ჩ. გ. 30 და ს. გ. 30 შორის.

 
მარჯნის რიფები (მიკრონეზია)

მარჯნის ნაგებობანი დამაჯერებლად ადასტურებენ, რომ ოკეანის ფსკერის ზოგიერთი ნაწილი ზევით იწევს, ზოგი კი იძირება.

მარჯნის რიფების ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემაა მათი ფერის ცვლა. დაზიანებულ რიფებს ცვლიან სიმბიოზური წყალმცენარეები, რომლებიც ღია ფერით ღებავენ ამ უკანასკნელს. შედეგად კოლონიებში იქმნება ღია მოთეთრო მონაკვეთები. თუმცა ეს მონაკვეთები წყალმცენარეებს მთლიანად არ არიან მოკვეთილები. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია სიმბიოზური წყალმცენარეების ნაწილობრივი აღდგენა ან მათი ახალი სახეობების გაჩენა.

მარჯნის რიფები ქმნიან მსოფლიო ოკეანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკოსისტემას. მათი მთავარი განსაკუთრებულობა მდგომარეობს უჩვეულოდ მაღალ პროდუქტიულობაში. მარჯნის პოლიპები ზღვებისა და ოკეანეების თბილ წყლებში ცხოვრობენ. დაკვირტვით გამრავლებისას კვირტები დედის სხეულზე რჩებიან და კოლონიას წარმოქმნიან. კოლონია ცხოვრობს როგორც ერთი ორგანიზმი: მას საერთო ნაწლავის ღრუ აქვს და თითოეული წევრის მიერ მოპოვებული საკვები თანაბრად ნაწილდება მთელ კოლონიაში. მარჯნის პოლიპების არაუჯრედოვანი შრე კიროვანი ნივთიერებებითაა წარმოქმნილი. კოლონიის ზრდის დროს ძველი თაობები იხოცებიან. რჩება ჩონჩხი, რომელიც წყალქვეშა ჯებირებს წარმოქმნის, რაც ხშირად გემების დაღუპვის მიზეზი ხდება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Butler, Steven. 1996. "Rod? Reel? Dynamite? A tough-love aid program takes aim at the devastation of the coral reefs". U.S. News and World Report, 25 November 1996;
  • Christie, P. 2005a. University of Washington, Lecture. 18 May 2005;
  • Christie, P. 2005b. University of Washington, Lecture. 4 May 2005;
  • Равикович А.И. Современные и ископаемые рифы. М., 1954;
  • Леонтьев О.К. Дно океана. М., 1968;
  • География атоллов юго-западной части Тихого океана. М., 1973;
  • Шепард Ф.П. Морская геология. М., 1976.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება