ატოლი (მალდივის ენაზე – ატოლუ) — მარჯნის კუნძული, აქვს წრიული (მთლიანი ან წყვეტილი, ზოგჯერ უსწორმასწორო) მოყვანილობა. ატოლი ჩვეულებრივ პატარაა, მაგრამ ზოგჯერ მისი დიამეტრი 50 კმ და მეტსაც აღწევს. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ატოლია კვაჯალეინი, რომელიც მდებარეობს წყნარ ოკეანეში. მისი ფართობია – 2336 კმ², რომლის 92% ლაგუნაზე მოდის. ამ ატოლის კუნძულების საერთო ფართობი აღწევს 14,5 კმ². მნიშვნელოვანია ასევე რანგიროას ატოლი, რომლის ფართობი უდრის 1639 კმ²-ს. ვითარდება წყალქვეშა მაღლობების (ხშირად ვულკანების) თხემების ირგვლივ და შემდეგ ტექტონიკური აზევების ან ოკეანის დონის დაწევის შედეგად.

ატოლი. NASA

ჩარლზ დარვინის ჰიპოთეზით, ბარიერული რიფით გარშემორტყმული კუნძულის თანდათან ჩაძირვის დროს რიფის თხემზე მარჯნის ახალ-ახალი შრეები ჩნდება და წყლის ზედაპირზე ამოდის, ამგვარად ხდება თხემის „დაშენება“.

ატოლები გავრცელებულია ტროპოკული სარტყლის ოკეანეებსა და ზღვებში, განსაკუთრებით წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება