დიდი ბარიერული რიფი

დიდი ბარიერული რიფი (ინგლ. Great Barrier Reef) წარმოადგენს მსოფლიოში მარჯნის რიფებისა და კუნძულების უზარმაზარ ჯაჭვს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში[1][2], ავსტრალიის კონტინენტის იორკის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონის გაყოლებაზე, მარჯნის ზღვაში. ადმინისტრაციულად შედის კუინზლენდის შტატში.

დიდი ბარიერული რიფი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

დიდი ბარიერული რიფის რუკა
ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, viii, ix, x
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 18°17′10″ ს. გ. 147°42′00″ ა. გ. / 18.28611° ს. გ. 147.70000° ა. გ. / -18.28611; 147.70000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1981  (მე-5 სესია)
ნომერი 154
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 154
ინგლ.რუს.ფრ.

გეოგრაფია

რედაქტირება

ჯაჭვი შედგება 2900-ზე მეტი განცალკევებული მარჯნის რიფისაგან[3] და 900 კუნძულისაგან. იგი გადაჭიმულია ავსტრალიის სანაპირო ზოლის გასწვრივ ჩრდილო-აღმოსავლეთით 2500 კმ-ზე[4][5] და მნიშვნელოვნად აფერხებს ნაოსნობას ავსტრალიის ამ რეგიონში. დიდი ბარიერული რიფი დედამიწაზე ყველაზე დიდი ბუნებრივი ობიექტია, რომელიც შექმნილია ცოცხალი ორგანიზმებისგან და მისი დანახვა ადვილად შესაძლებელია კოსმოსიდან[6]. ამ რიფის სტრუქტურა შედგება მილიარდი პატარა ორგანიზმებისგან, რომლებიც მეცნიერებაში ცნობილია მარჯნის პოლიპების სახელით[7]. ის გადაჭიმულია სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, რომელიც იწყება სამხრეთი ტროპიკიდან ქალაქებს გლადსტონსა და ბანდაბერგს შორის და ბოლოვდება ტორესის სრუტის წყლებში, რომელიც ერთმანეთისგან ყოფს ავსტრალიას ახალი გვინეისაგან. მისი საერთო ფართობია 348 698 კმ², რაც უფრო მეტია ვიდრე დიდი ბრიტანეთის ფართობი. ჩრდილოეთ ნაწილში მისი სიგანეა დაახლოებით 2 კმ, სამხრეთში — 152 კმ. რიფის დიდი ნაწილი წყალქვეშაა, რომელიც ვლინდება მოქცევის დროს. სამხრეთით რიფი დაშორებულია ავსტრალიის ნაპირს 300 კმ-ით, ხოლო ჩრდილოეთით უახლოვდება მატერიკს 32 კმ მანძილზე. დიდ ბარიერულ რიფსა და ავსტრალიის სანაპიროს შორის გადაჭიმულია ლაგუნა. ზოგიერთ რიფს აქვს მარჯნის კუნძულის სახე.

დიდი ბარიერული რიფი ეხმარება ცოცხალი ორგანიზმების სიცოცხლის დიდ სხვადასხვაობას და ამის გამო 1981 წელს იუნესკომ იგი აირჩია, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტი[1][2].

მისი ძირითადი ნაწილი შედგება 2900-ზე მეტი განცალკევებული რიფებისაგან 0,01 კმ²-დან 100 კმ²-მდე, რომლებიც შემოფარგლულნი არიან თითქმის 540 ბარიერებით და ქმნიან 600-ზე მეტ ნაპირთან ახლო მყოფ კუნძულებს, 250 კონტინენტალური კუნძულის ჩათვლით.

ადამიანებმა დიდი ბარიერული რიფის მარჯნის კუნძულების გამოყენება დაიწყეს დაახლოებით 40 000 წლის წინათ, ავსტრალიაში ადგილობრივი მაცხოვრებლების წინაპრებისა (ავსტრალიელი აბორიგენები)[8] და ტორესის სრუტის კუნძნლების მოსახლეობის გამოჩენის შემდეგ. ისინი კუნძულებზე დასახლდნენ დაახლოებით 10 000 წლის წინათ[9]. 1768 წელს ლუი დე ბუგენვილმა აღმოაჩინა დიდი ბარიერული რიფი ექსპედიციის დროს, მაგრამ არ გამოაცხადა საფრანგეთის პრეტენზია მის ტერიტორიაზე[10]. 1770 წლის 11 ივნისს, გემმა, რომლის კაპიტანიც იყო მკვლევარი ჯეიმზ კუკი, დიდ ბარიერულ რიფთან მიიღო ზიანი. მიქცევის დაწყებამ ხელი შეუწყო გემის გადარჩენას და შესაძლებლობა მისცა მას გაეგრძელებინა ცურვა[11]. ჩრდილოეთისაკენ მსვლელობისას კუკმა ლიზარდის კუნძულთან ახლოს შენიშნა გასასვლელი და შეძლო გასულიყო ღია ზღვაში. მაგრამ ბევრი გემები, რომლებიც ცდილობდნენ გაემეორებინათ იგივე გზა, აღმოჩნდნენ ნაკლებად იღბლიანნი. გემების ჩაძირვა გახშირდა მას შემდეგ, რაც პირველმა ავსტრალიელმა კოლონისტებმა და მკვლევარებმა დაიწყეს მატერიკსა და რიფებს შორის არსებული წყლების გამოყენება ტორესის სრუტეში გასასვლელად, რის შედეგადაც გადიოდა მარშრუტები ინდოეთისა და ჩინეთის უდიდესი ქალაქებისაკენ, ასევე უმოკლესი გზა წყნარი ოკეანიდან ინდოეთის ოკეანისაკენ. 1815 წელს ჩარლზ ჯეფრისი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც შეძლო გემით გაეცურა ბარიერების რიფის გასწვრივ ხმელეთის მხრიდან. მაგრამ მხოლოდ 1840-იან წლებში, მას შემდეგ, რაც საფუძვლიანად შეისწავლეს და რუკაზე დაიტანეს დიდი ბარიერული რიფის დიდი ნაწილი, ეს მარშრუტი გახდა გაცილებით უსაფრთხო.

XIX საუკუნეში მეცნიერებმა დაიწყეს რიფის საფუძვლიანი გამოკვლევა. ამავე დროს აქ ჩამოდიოდნენ საქმიანი ადამიანები, რომლებიც იმედოვნებდნენ თავიანთი პოტენციური კომერციული ინტერესების რეალიზებას. XIX საუკუნის ბოლოს დიდი ბარიერული რიფიდან ლონდონში, სინგაპურში და ჰონგკონგში უკვე დაიწყო მარგალიტის და ტრეპანგის ექსპორტი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 UNEP World Conservation Monitoring Centre. (1980)Protected Areas and World Heritage – Great Barrier Reef World Heritage Area. Department of the Environment and Heritage. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 მაისი 2008. ციტირების თარიღი: 14 March 2009.
  2. 2.0 2.1 The Great Barrier Reef World Heritage Values. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-14. ციტირების თარიღი: 3 September 2008.
  3. The Great Barrier Reef World Heritage Area, which is 348,000 km squared, has 2900 reefs. However, this does not include the reefs found in the Torres Strait, which has an estimated area of 37,000 km squared and with a possible 750 reefs and shoals. (Hopley, p. 1)
  4. Fodor's. Great Barrier Reef Travel Guide. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-14. ციტირების თარიღი: 8 August 2006.
  5. Department of the Environment and Heritage. Review of the Great Barrier Reef Marine Park Act 1975. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი 2006. ციტირების თარიღი: 2 November 2006.
  6. Sarah Belfield. (8 February 2002) Great Barrier Reef: no buried treasure. Geoscience Australia (Australian Government). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ოქტომბერი 2007. ციტირების თარიღი: 11 June 2007.
  7. Sharon Guynup. (4 September 2000) Australia's Great Barrier Reef. Science World. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 11 June 2007.
  8. Great Barrier Reef Marine Park Authority. (2006 date) Fact Sheet No. 4 – Aboriginal and Torres Strait Islander People and the Great Barrier Reef. Region. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-15. ციტირების თარიღი: 28 May 2006.
  9. Great Barrier Reef Marine Park Authority. reefED – GBR Traditional Owners. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-14. ციტირების თარიღი: 14 March 2009.
  10. Bell, Peter. A history of exploration and research on the Great Barrier Reef. Australian Institute of Marine Science. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-07-19. ციტირების თარიღი: 11 January 2010.
  11. „Captain Cook's Journal During the First Voyage Round the World“Project Gutenberg-ზე